Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინანსური რეპორტინგი არის პროფესიონალი ფინანსისტების მიერ საბუღალტრო და სხვა ფინანსური მონაცემების დამუშავება და ისეთი ფორმის მიცემა, რომელიც გაუმარტივებს კომპანიის მენეჯერებს, მფლობელებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოში მოღვაწე პრაქტიკულად ყველა მსხვილ კომპანიას აქვს ფინანსური რეპორტინგის დეპარტამენტი. თუმცა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უდიდეს ნაწილს საბაზისო რეპორტებზე წვდომაც კი არ გააჩნია. ეს განპირობებულია იმით, რომ საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებისა და საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებისგან განსხვავებით ფინანსური რეპორტინგი არ არის კანონმდებლობით სავალდებულო და შესაბამისად ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს გამორჩებათ ხოლმე საკუთარი რადარებიდან.
რა დანიშნულება აქვს ფინანსურ რეპორტინგს?
ფინანსური რეპორტინგი იღებს ბუღალტრულ და სხვა მონაცემებს და გარდაქმნის მათ სასარგებლო ინფორმაციად. მაგალითად, თუ კომპანიის მენეჯერს უნდა გაიგოს მომგებიანია თუ ზარალიანია კონკრეტული პროდუქტი ან რამდენი იყო მისი კომპანიის მოგება კონკრეტული თვის განმავლობაში ან რომელი ლოკაციიდან რა ფინანსური შედეგები ჰქონდა კომპანიას და ა.შ. ამ ინფორმაციის მიღება შეუძლია ფინანსური რეპორტებიდან. რეპორტებს, როგორც წესი, ამზადებს ფინანსური მენეჯერი ან ანალიტიკოსი და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. რეპორტს შეიძლება ჰქონდეს მენეჯერისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმა და შინაარსი.
მსხვილი ბიზნესისთვის ჩვეულებრივი პროცესია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე ხდება ამ გადაწყვეტილების ფინანსური შედეგების დეტალურად გაანალიზება ფინანსური რეპორტების საშუალებით. გარდა ამისა, მსხვილი ბიზნესი ახდენს არსებული ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესების გზების მუდმივ ძიებას. როგორც წესი ფინანსური ანალიტიკოსი იღებს მენეჯერისგან კონკრეტულ დავალებას, მაგალითად მისი დავალება შეიძლება იყოს რომ გააანალიზოს კონკრეტული პროდუქტის შექმნასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები და შედეგად განსაზღვროს მისი გასაყიდი ფასი, რომელიც საკმარისი იქნება, დავუშვათ, 15%-იანი მოგების მარჟის მისაღებად. მაგალითად, თუ კომპანიის ბიზნესია სარესტორნო საქმიანობა და მას უნდა რომ ყოველ 1 ლარ შემოსავალზე დარჩეს 15 თეთრის წმინდა მოგება, მან უნდა განსაზღვროს კონკრეტული პროდუქტების ხარჯები რათა მოახდინოს სწორი განფასება 15%-იანი მარჟის მისაღებად. ამ ეტაპზე საქმეში ერთვება ფინანსური ანალიტიკოსი, რომელიც ახდენს მონაცემების დამუშავებას და ითვლის თუ კონკრეტულად რა უჯდება კომპანიას პროდუქტის ან მომსახურების შექმნა.
ზემოთმოყვანილი მაგალითი ფინანსური რეპორტების გამოყენების ერთერთი მაგალითია. თეორიულად შესაძლებელია შეიქმნას ნებისმიერი ტიპის ფინანსური რეპორტი, რომელიც აანალიზებს ბიზნესის საქმიანობის სხვადასხვა ფინანსურ ასპექტებს, მაგალითად არსებულ პროდუქტებზე ფასის მომატების ფინანსურ შედეგს, კონკრეტულ პროექტებში ინვესტირების ფინანსურ შედეგებს ან თუნდაც საბონუსე სქემის შემოღების ფინანსურ ეფექტს.
მსხვილმა კომპანიებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებამდე ფინანსური ანალიზის განხორციელება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ინვესტირებას ფინანსური რეპორტინგის დეპარტამენტში.
გარდა სპეციფიური რეპორტებისა, არსებობს საბაზისო ფინანსური რეპორტები (მაგ. მოგება-ზარალის ანგარიშგება, საბალანსო ანგარიშგება და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება), რომლებიც რეგულარულად უნდა აკონტროლოს ყველა კომპანიამ, როგორც მინიმუმ თვეში ერთხელ.
ბოლო წლებში ბევრმა მცირე და საშუალო ბიზნესმაც აღიქვა ფინანსური რეპორტინგის საჭიროება და აქტიურად ახდენს ამ მიმართულებით დეპარტამენტის დაკომპლექტებას ან აუთსორსინგის გზით ამ მომსახურების მიღებას.
როგორ არის შესაძლებელი ფინანსური რეპორტინგის მომსახურების მიღება?
კომპანიამ შესაძლოა ამ მიმართულებით აიყვანოს გამოცდილი კადრები, დააკომპლექტოს დეპარტამენტი და მათგან მიიღოს ეს მომსახურება, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური რეპორტინგის სერვისის მიღების უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გზა არსებობს. ეს არის მომსახურების აუთსორსი. კომპანია ენთები ერთერთი წამყვანი კომპანიაა ამ სერვისის მიმართულებით. იგივე უკვე 7 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აწვდის ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. ენთები მომსახურების გაწევისას იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც აპრობირებულია და ფართოდ გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში. ენთები ყოველდღიურად 250-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია:
ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge
საიტი: www.ants.ge