SEEKORA – ყველა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ქართული წარმოების ონლაინგაყიდვებთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია seekora არის ონლაინგაყიდვების პლატფორმა, რომელიც შექმნილია დამოუკიდებელი ქართული ბრენდების მხარდასაჭერად. აქ ნახავთ ამერიკული და ევროპული ბრენდების პროდუქციასაც.
"ჩვენთვის დღეს უკვე პრიორიტეტია, რომ ქართველ მეწარმეებს შევთავაზოთ ონლაინპლატფორმა, სადაც ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან უსაფრთხო გადახდის სისტემით, მიტანის სერვისით, საბანკო მომსახურებებით, როგორიცაა განვადება, ნაწილ-ნაწილ გადახდა და სხვა", – მარიამ ხარებავა, seekora-ს დირექტორი.
კომპანია მეწარმეებს, კონტენტის შესაქმნელად, ონლაინსტანდარტების შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალის შექმნასაც სთავაზობს. "მათ შეუძლიათ აწარმოონ და არ იდარდონ იმაზე, თუ როგორ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. არ დახარჯონ დრო სხვადასხვა პროგ რამის ათვისებაში კონტენტის შესაქმნე ლად. ისინი აწარმოებენ პროდუქტს, ჩვენ ვაწარმოებთ ონლაინმარკეტინგს".
როგორც მარიამი ამბობს, კომპანია seekora თავდაპირველად დამოუკიდებელი მოდის ბრენდების (Indie Brands) მხარდასაჭერად შეიქმნა.
"დავინახეთ, რომ მსოფლიო ტრენდია ასეთი ბრენდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში, რადგან ისინი ქმნიან ხელნაკეთ მოდას და ხშირად აქვთ ნიშური და განსხვავებული პროდუქტი, განსხვავებით მსხვილი კორპორაციებისგან".
მარიამი გვიყვება, რომ უცხოურ მოდის ბრენდებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მათი პროდუქტები საიტზე განათავსეს და დაინახეს შესაძლებლობა, რომ ამ პროცესით ქართველი მეწარმეებიც დაინტერესდებოდნენ.
"ქართველ მეწარმეებთან თანამშრომლობით დავინახეთ რეალური პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც ისინი დგანან. მაგალითად, უცხოური ბრენდებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ თავიანთი პროდუქტების ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც ბაზარზე არსებულ ონლაინგაყიდვების სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
დავფიქრდით, როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემები და ახლა უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა სარეკლამო სერვისიც, გარდა ონლაინგაყიდვების პლატფორმისა.
ახალი გამოცდილება კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ყველა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ქართული წარმოების ონლაინგაყიდვებთან".
მარიამი იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და დღესაც, გარკვეულწილად, გამოწვევად რჩება მომხმარებლებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა შეიძინონ ქართული წარმოების პროდუქტი, როდესაც, დაახლოებით იმავე ფასად, შეუძლიათ მეგაბრენდების თუნდაც მეორადი პროდუქცია იყიდონ.
"ჩვენთვის ამის პასუხი ნათელია, იმიტომ, რომ დავეხმაროთ მათ, გაიზარდონ და ღირსეული ადგილი დაიკავონ ჯერ ქართულ, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზეც. დავანახვოთ ქართველ მომხმარებელს, რომ მათი წვლილის შეტანის გარეშე შეუძლებელია როგორც უშუალოდ ქართული ბრენდის, ასევე ქვეყნის წარმატება".
Seekora გეგმავს, ქართველ მეწარმეებს დაეხმაროს, გაიზარდონ, გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქტი შექმნან, გაზარდონ გაყიდვები მანამდე, სანამ არ შეძლებენ მარაგების შექმნას და მზად არ იქნებიან, საერთაშორისო ბაზარზე თავიანთი პროდუქტით წარდგნენ.
"გვსურს, ეს იყოს მათთვის მოტივაცია, მომხმარებლისთვის კი ეროვნული სიამაყის განცდა, რომ მათ წვლილი შეიტანეს ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაში.
ასევე, იმედი გვაქვს, ბევრ ადამიანს წავახალისებთ, რომ თავიანთი შემოქმედების რეალიზებაზე დაფიქრდნენ, თუ აქამდე რაიმე ფაქტორისა და სირთულის გამო თავს იკავებდნენ. მომავალში განვიხილავთ, ასევე, ფიზიკური სივრცეების, მაღაზიების, შოურუმების გახსნასაც".