You can be on Entrepreneur’s cover!

''Self.ge-ის ''ჭკვიანი სისტემით'' შესაძლებლობა მეძლევა რაციონალურად ვმართო დრო და ვიყო მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული'' Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესის ყოველდღიური ცხოვრება ციფრული ინსტრუმენტების გარეშე უკვე პრაქტიკულად წარმოუდგენელია და სწორედ ამიტომ, კომპანიების უმეტესობა მასშტაბურ ციფრულ ტრანსფორმაციაზე აქტიურად მუშაობს. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებმაც თავიანთი კონცეფცია თავიდანვე სრულად ციფრული პროდუქტების გამოყენებით ააგეს და მომხმარებელს პირველივე დღიდან ახლებურ გამოცდილებას და ინოვაციებს სთავაზობენ.

სწორედ ასეთ შემთხვევას მიეკუთვნება მსოფლიოს წამყვანი მულტიბრენდული სტუმარ-მასპინძლობის ჯგუფ Louvre Hotels-ის სტრატეგიული ბრენდი Golden Tulip, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა თბილისში და ინდუსტრიაში ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზეა ორიენტირებული. ცნობისათვის, ამჟამად ეს მზარდი ჯგუფი 54 ქვეყანაში 1 600 სასტუმროს მართავს.

ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სასტუმრომ Golden Tulip Design Tbilisi თანამშრომლობა დაიწყო ქართულ ბრენდთან Self.ge რომელიც დაახლოებით ორი წელია, რაც HRMS-ის ერთ-ერთ მოწინავე ციფრულ პლატფორმად პოზიციონირდა ადგილობრივ ბაზარზე. Self.ge დღეს უკვე 300-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე მოცულობის კომპანიას აწვდის თავის სერვისს.

Self.ge-ისთან ურთიერთობის გამოცდილებისა და ზოგადად, მენეჯმენტის მაღალი რგოლისთვის ციფრული სისტემების საჭიროებასთან დაკავშირებით, Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი, ელენე ოთარაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, Golden Tulip Design Tbilisi ეხმიანება საერთაშორისო ბრენდის კონცეფციას და სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ინოვაციური, ულტრათანამედროვე მიდგომებით შემოდის. ეს გახლავთ პირველი სასტუმრო აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ყველა ნომერი ინოვაციური პლანშეტებითაა აღჭურვილი, რომელიც პირადი ციფრული ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. ონლაინ-კონსიერჟის პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია როგორც სასტუმროს ნებისმიერი მომსახურების მიღება, ასევე ქალაქში სხვადასხვა ტურისა თუ აქტივობის დაგეგმვა. ახლად გახსნილ სასტუმროში მრავალი სხვა ბიზნესპროცესიც ციფრულად იმართება.

"ინდუსტრიის ჭრილში თუ განვიხილავთ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ყოველდღიურ ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში, სტუმარმასპინძლობის ბიზნესს განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროს საშუალებას აძლევს მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა და სრულ თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან. დღეს ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ როგორ შევინარჩუნოთ არსებული ადამიანური კაპიტალი, როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და როგორ გავუწიოთ შიდა რესურსებს მობილიზება. Self.ge-ის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გვეხმარება გავზარდოთ ორგანიზაციის მოქნილობა და თანამშრომელთა კმაყოფილების დონე. ამასთან, სისტემა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ბიზნესოპერაციების ავტომატიზაცია, ადმინისტრაციულ საკითხებზე დროის დაზოგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება", − აცხადებს ელენე ოთარაშვილი.

როგორც ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, აღნიშნულ სასტუმროში თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვით, უპირველეს ყოვლისა გაიზარდა სამუშაო პროცესების ეფექტიანობა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მენეჯმენტს საშუალება მისცა უფრო მარტივად და ეფექტურად მოეხდინათ ცვლილებები სამუშაო პროცესში.

"ბუნებრივია, ისეთი "ჭკვიანი სისტემით", როგორიცაა "სელფი", შესაძლებლობა მეძლევა რაციონალურად ვმართო დრო, ვიყო მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. დღეს ხომ სწორედ დრო გახლავთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის რაციონალურად გამოყენება წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. ამ მიზნით, დავიწყეთ Self.ge-ისთან თანამშრომლობა და მათი სისტემის დანერგვით ჩვენ მოვახდინეთ ადმინისტრაციული პროცესების სრულად გაციფრულება. კერძოდ, მაქსიმალურად გამარტივდა თანამშრომელთა აღრიცხვის, გრაფიკების გაწერის, შვებულების მოთხოვნა-დადასტურებისა და ბიულეტენების მართვის პროცესი. ამ სისტემის დახმარებით ჩვენ დღეს ციფრულად ვმართავთ თანამშრომლის მიღების, დაწინაურების თუ გათავისუფლების პროცესს, ელექტრონულად ვქმნით თანამშრომლის პირად საქმეს, ვადგენთ ორგანიზაციულ სტრუქტურას და საშტატო გრაფიკს", − აღნიშნავს ელენე ოთარაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერების დიდ დროს ზოგავს ის სხვადასხვა სახის რეპორტი, რომელსაც Self.ge-ის სისტემიდან ერთ წუთში იღებენ და აკეთებენ ანალიტიკას. ამასთან ერთად, სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციამ Golden Tulip-ის მენეჯმენტს შესაძლებლობა მისცა მეტი დრო დაეთმოთ თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარებისათვის, ვინაიდან ადამიანური რესურსები სასტუმროს ერთ-ერთი ფასდაუდებელი კაპიტალია, რომელზეც დამოკიდებულია მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შესაძლებლობების სწორი და ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე.

"განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო Self.Ge-ის მაღალკვალიფიციური გუნდის მუდმივი მხარდაჭერა და ყურადღება, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ, შეუფერხებელ მუშაობას. ვფიქრობ, ადამიანური კაპიტალის მართვის მომავალი სწორედ ტექნოლოგიებთან ადაპტაციაა, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციული ინტეგრაციის მაქსიმიზაციას და თითოეული თანამშრომლის ჩართულობას სამუშაო პროცესში", -- განაცხადა Golden Tulip-ის გენერალურმა მენეჯერმა.

Entrepreneur-თან საუბრისას ელენე ოთარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ბიუროკრატიის შემცირება მეტ მოქნილობასა და მობილურობას სძენს მაღალი რგოლის მენეჯმენტს და მისივე თქმით: "წარსულში დარჩა "ქაღალდომანია". დღეს მონაცემთა და დოკუმენტების დაარქივება ვირტუალურ საცავებში ბევრად უსაფრთხოდ შეგვიძლია".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"