Get All Access for $5/mo

SEO სააგენტო ალპაკა - 2023 წლის შეჯამება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SEO სააგენტო ალპაკას 2023 წელი ღირსშესანიშნავი გამოვიდა, თუნდაც იმიტომ, რომ ტექსტს ტრადიციულად ,,რა არის SEO" შესავლით არ ვიწყებთ. დღეს უკვე ფაქტობრივად ყველამ იცის SEO-ს სარგებლის შესახებ და გვჯერა, ცნობადობის გაზრდაში პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ასევე, ჩვენი წილი აგური დავდეთ, რომ არასწორად დამკვიდრებული ტერმინი ,,სეო" შეცვლილიყო და ნამდვილი სახელი ,,ესიო" გამხდარიყო პოპულარული.

წელს რეკორდულ 35+ პროექტზე ვიმუშავეთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის აქამდე უცნობ წყლებში შევცურეთ და მრავალფეროვანი ინდუსტრიები ავითვისეთ.

ჩვენი SEO სპეციალისტები და "კონტენტ ვრაითერები" მრავალი მიმართულებით დახელოვნდნენ - ელექტრონული კომერცია, ბიზნესი, მედიცინა, ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო მიმართულება, ჭკვიანი ტექნოლოგიები და ა.შ.

მონაწილეობა მივიღეთ ეროვნულ საქმეში, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის განვითარება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებსაიტზე მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. დღესდღეობით ონლაინპლატფორმა სრულადაა მორგებული საძიებო სისტემებზე, ტექნიკურად გამართულია, კონტენტი ოპტიმიზირებულია და ამის შედეგია, რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს Georgia Travel-ს.

,,ალპაკას" მოტივაციაა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კეთილდღეობაში და უცხოელი ტურისტების მოზიდვა, შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ამისთვის იდეალური საშუალებაა.

როგორ ხდებიან კომპანიები წარმატებულები SEO-ს დახმარებით

2023 წელს უამრავი ვებსაიტის უფასო SEO აუდიტი გავაკეთეთ (ეს სერვისი კვლავ უფასოა და მომავალ წელსაც ასე იქნება).

ვებსაიტის SEO აუდიტი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რათა გავერკვეთ რა მდგომარეობაშია ვებსაიტი. ტექნიკური SEO, On page/Off page SEO შემოწმებისა და აქტიური მუშაობის შედეგად, როგორც წესი, უამრავი ხარვეზი იკვეთება.

ამის შემდეგ სიღრმისეული SEO სტრატეგიის დრო დგება. განისაზღვრება ძირითადი ტაქტიკა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს პრობლემები და დაიწყოს ვებგვერდების საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, საკვანძო სიტყვების კვლევა, ბექლინკების მოპოვება, კონტენტის შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობა.

სტატისტიკა და კვლევები ცხადყოფს, რომ SEO-ს პოტენციურად უფრო მაღალი ROI (Return On Investment) მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ტრადიციულ რეკლამას. თუ სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემთხვევაში კომპანია ცდილობს სამიზნე აუდიტორიამდე მისვლას, SEO-ს საშუალებით მომხმარებელი თავადაა პროდუქტის შეძენის ინიციატორი.

Case Study, SEO კვლევები და დამხმარე ხელსაწყოები

მეგობარ კომპანიასთან ორ წლიანი თანამშრომლობა ვრცელ ქეის სთადიში გამოვხატეთ. კვლევა იდეალური დასტურია იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს სწორად დაგეგმილ და შესრულებულ SEO ოპტიმიზაციას - 42-ჯერ გაზრდილი დღიური ორგანული ტრაფიკი, ათასობით მნიშვნელოვან პროდუქტზე გუგლში გამოჩენა და ონლაინ სამყაროში სრული დომინაცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რომელიც "ნოვამ" ჩვენი SEO მომსახურების შედეგად მიიღო.

მოვამზადეთ SEO კვლევა ბიზნესისთვის, რომლის მიზანი იყო უკეთ გაგვეგო რამდენად ეფექტურად იყენებენ ბიზნესები საკუთარ ვებგვერდს და რა როლი უჭირავს SEO-ს ქართული ბიზნესის მარკეტინგულ სტრატეგიაში.

შევქმენით ქართURL. ეს არის უფასო ხელსაწყო და მისი მეშვეობით შეგიძლიათ დააკოპიროთ ნებისმიერი ქართული ბმული ისე, რომ მან შეინარჩუნოს სტრუქტურა და მარტივად აღქმადი გახდეს.

კონტენტი 2023 წელსაც აუცილებელი იყო

რეალურად, ქართულ გუგლში ბევრი მიმართულებითაა ორიგინალი კონტენტის ნაკლებობა და ჩვენ ვცდილობთ ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალოს. ალპაკას კონტენტის გუნდმა სხვადასხვა პროექტებისთვის უნიკალური ტექსტები დაწერა, სადაც ვრცლადაა მიმოხილული პროდუქტი/სერვისი, წარმოჩენილია მათი უპირატესობები და მომხმარებელი არაერთ ღირებულ რჩევას იღებს.

კონტენტი სრულად ერგება ბრენდის იდენტობას და ითვალისწინებს კომპანიის Tone of voice-ს. ბლოგების აქტიურად წარმოება აუცილებელია როგორც საძიებო სისტემებში პოზიციების მოსაპოვებლად, ისე მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

გარდა ბლოგებისა, დავწერეთ უამრავი კატეგორიის ტექსტი, შევქმენით ე.წ "Landing Page"-ები, ბექლინკისთვის სტატიები, პრესრელიზები (აი, როგორც ეს) და ა.შ.

მომავალი გეგმები

სამომავლო გეგმები მრავალფეროვანია - კიდევ უფრო გაზრდა, მეტი პროექტი, საინტერესო ბლოგები და კვლევები. ასევე, აქტიურად გვინდა გავიდეთ უცხოურ ბაზარზე და სხვა ქვეყნების SEO-ში გავერიოთ.

ბოლოს დავამატებთ, რომ ალპაკას ღრმა რწმენით, მდგრადი ბიზნეს განვითარება ეთიკური პრაქტიკების გამოყენებით მიიღწევა, ამიტომ კომპანიის მიერ შესრულებული ყველა SEO პროექტი ,,White-Hat" მიდგომებს ეფუძნება.

,,White-Hat" პრაქტიკა გულისხმობს საძიებო სისტემების რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვას, რაც, საბოლოო ჯამში, SEO სამუშაოების წარმატებას განაპირობებს. არაეთიკური პრაქტიკებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა ორიენტირებულია გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე, რომელიც გაუძლებს დროსა და საძიებო სისტემების განახლებებს.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი