Get All Access for $5/mo

Setanta Sports და Netflix უკვე ერთად ისიამოვნე ორივე სერვისით ერთ გამოწერაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Setanta Sports აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე სპორტული მულტიმედია პლატფორმა, Netflix-თან - მსოფლიოს ლიდერ სტრიმინგ სერვისთან ერთად, ექსკლუზიურ პარტნიორობას 13 ქვეყანაში საერთო მიზნით იწყებენ - გააერთიანონ სპორტი და სხვა გასართობი მედია ერთ შეთავაზებაში და ამით უფრო იოლი გახადონ ფანების ცხოვრება. ეს დიდებული სიახლეა, როგორც ცალ-ცალკე სპორტისა და გართობის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ თავში ორივეს ქომაგს აერთიანებს.

პაკეტს, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, Fan Pack-ი ჰქვია. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი გადახდით მიიღოს წვდომა ორივე სერვისზე. მსურველებს უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში Fan Pack-ით სარგებლობა Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. Setanta Sports და Netflix განაგრძობენ თანამშრომლობას და ეს შეთავაზება მალე უკვე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports მაუწყებლობს.

რას მოიცავს შეთავაზება Fan Pack?

თუ მოუთმენლად ელი სეზონის საკვანძო მატჩს, UFC-ის საჩემპიონო ორთაბრძოლას ან მაღალ სიჩქარეებზე რბოლამ ჩაგითრია და თან სხვა ტიპის გართობისკენაც გიჭირავს თვალი, როგორიცაა The Witcher - სხვა სამყაროში სამოგზაუროდ, The Crown - ისტორიულ ინტრიგებში გასახვევად, ან Beckham - ლეგანდარული სპორტსმენის ცხოვრების გასაცნობად. დიახ, Fan Pack-ს ამ ყველაფრის დატევა შეუძლია. მათ, ვინც ჯერ თავებს ფანებად არ მიიჩნევთ, მაგრამ ახალი მისწრაფების აღმოჩენა გსურთ, შესაძლებლობების უდიდეს არეალს მოგცემთ. ახლა ერთი კომპლექტით შეგიძლია უყურო, მაგალითად, Formula 1-ს Setanta Sports-ის პლატფორმაზე და ამასთან ერთად, გაიღრმავო შენი ცოდნა ამ სპორტზე Netflix-ის დოკუმენტური სერიალით Drive to Survive ან გადაეშვა ჩოგბურთის სამყაროში სერიალით Break Point.

"მოხარული ვართ, რომ Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის."- თამარ ბადაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე

"მომხმარებლისთვის Netflix-ზე წვდომის გაიოლებისკენ მუდმივად მივისწრაფვით. იქნება ეს ტელევიზორის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, შინ თუ მგზავრობისას. სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი." - მაია პორჩინსკა - Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

სად და როგორ ვიყიდო Fan Pack?

Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ setantasports.com/fanpack-ის გვერდს და შეარჩიეთ სასურველი პაკეტი.

ფასები:

საბაზისო: 9.39 ევრო.

სტანდარტული: 11.79 ევრო.

პრემიუმი: 13.99 ევრო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია