Sponsored Content

Setanta Sports - გზა საქართველოდან ფილიპინებამდე და გლობალური ბრენდის გამოწვევები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სად ვუყუროთ საუკეთესო სპორტულ ჩემპიონატებს? იქნება ეს ფეხბურთი, ჩოგბურთი, MMA, კალათბურთი, თუ ფორმულა 1 - გულშემატკივრისთვის, ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის და საყვარელი სპორტული ღონისძიების მასპინძელი Setanta Sports-ია.

Setanta Sports ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში ქართული მენეჯმენტის პირობებში მაუწყებლობს და კომპანიის დასაქმებულების უდიდეს ნაწილსაც ქართული გუნდი წარმოადგენს.

2023 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სპორტის მოყვარულებს შორის ბრენდის Top of Mind-მა საქართველოში 84 % შეადგინა, ხოლო უკრაინაში 51%. ეს კი ნიშნავს, რომ გამოკითხულთა უმეტესობას სპორტული მედიის გახსენებაზე პირველი, სწორედ Setanta Sports და მისი კონტენტი ახსენდება.

კომპანიამ, რომელიც საქართველოს გარდა 13 ქვეყანაში ოპერირებს, 2022 დასაწყისიდან, უკრაინაში ომის პირობებში, ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა. პარალელურად დატოვა ბელორუსის ბაზარი, ინვესტირების ახალი ეტაპი ციფრულ სივრცეში უკვე განვითარებულ ქვეყნებში დაიწყო და შევიდა ფილიპინების ბაზარზე, რომელშიც ყველაზე მოთხოვნადი სპორტული ლიგის ჩვენების უფლებები მოიპოვა. ამის შესახებ უფრო დეტალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი გამოსარჩევია უზბეკეთის ბაზარი, სადაც მომხმარებლებს სპორტულ კონტენტზე წვდომა უფასოდ შეუძლიათ. შედეგად, 10 თვის განმავლობაში, setantasports.com-ის პლატფორმაზე მილიონამდე მაყურებელი დარეგისტრირდა, რომლის 88 %-იც პირდაპირ ეთერში სპორტის რეპორტაჟებს ყოველკვირეულად უყურებს.

2021 წელს საერთაშორისო მაუწყებელი Setanta Sports ბიზნესმენმა თემურ უგულავამ შეიძინა, რომელიც Adjara Group-ის დამფუძნებელი და მფლობელია. კომპანია საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების არაერთ ბრენდს ფლობს და ასევე ყველაზე მზარდი ტემპით და მასშტაბით გამორჩეულ აგრობიზნესს ავითარებს.

ამ პირობებში, Setanta Sports-ის ბრენდის შემომატება მნიშვნელოვანი აქტივია. კომპანიას საერთაშორისო ბორდი ჰყავს, რომელიც ქართველი და ირლანდიელი წევრებისგან არის შემდგარი, ტექნოლოგიური ცენტრი კი საქართველოშია ბაზირებული.

კომპანიის გამოწვევებისა და სამომავლო მიზნების შესახებ, Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ბორდის წევრი, თამარ ბადაშვილი საუბრობს. თამარი Setanta Sports-ის მაგალითზე მოგვიყვება, როგორ იცვლება სპორტის გულშემატკივრის მოთხოვნები წლიდან წლამდე და რა მთავარი გამოწვევები აქვს ბრენდს როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

უკვე 2 წელიწადზე მეტია, რაც Setanta Sports-ი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება. ახალი გუნდის მენეჯმენტის პირობებში კომპანია რეგიონის უდიდესი სპორტული მედიასაშუალება გახდა. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი სტრატეგია და ის ფაქტორები, რომელმაც ხელი შეუწყო სწრაფ განვითარებას ?

წარმატების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდია და შემდგომ, რა თქმა უნდა, კონტენტი, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. ჩვენთვის სპორტის ჩვენება მხოლოდ პირდაპირი რეპორტაჟები არ არის. პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მომხმარებელს ვუყვებით ისტორიებს, ვთავაზობთ კონტექსტს, რაც ამა თუ იმ სპორტულ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის - სპორტის მოყვარულებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეცნობიან სტატისტიკას, სასტარტო პირობებს, შემდეგ კი სწორ გათვლებსა და პროგნოზებს აკეთებენ. ჩემი აზრით, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ სპორტის ყურების მიმართ პროფესიონალური მიდგომაა.

სპორტში, სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, მომხმარებელთა ქცევა და ერთმანეთთან ინტერაქციაა, რომელიც ინფორმაციის, შეხედულებისა და ემოციების მაქსიმალურად გაზიარებას გულისხმობს.

სპორტის მოყვარულები თავიანთ თავს აიგივებენ გუნდებთან და მათ წარმატებასთან. ხშირად გაიგებთ ფრაზას, - "აი, ჩვენ მოვიგეთ", ან - "ნახე, ვინ გადმოვიდა ჩვენთან"?!

ისინი პირად წარმატებად, ან მარცხად აღიქვამენ გუნდების წარმატებას, წარუმატებლობას ან სიახლეებს. შესაბამისად, სპორტით მოცულ აუდიტორიას სწორი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია, მათ დაინახონ, რომ სწორედ, Setanta Sports-ის ციფრული პლატფრომები არის ის ადგილი, სადაც ამ განცდების გაზიარება და საპასუხოდ, იდენტური ემოციების მიღება შეუძლიათ. სინერგია და ემოციური ინტელექტის თანხვედრა, სპორტულთან ერთად, განაპირობებს ჩვენი გუნდისა და მაყურებლის ერთობლივ განვითარებას და ქმნის იმ კომფორტულ გარემოს, რომელიც სპორტის გულშემატკივრისთვის იდეალური სივრცეა.

კვლევებმა აჩვენა, რომ Setanta Sports-ის ბრენდის - Top of Mind - სპორტის მოყვარულებს, შორის არის - 84 %. შეგიძლიათ, დეტალურად აღწეროთ ინიციატივები, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, აუდიტორიასთან ასეთი ძლიერი კავშირის დამყარებაში?

საქართველოს შემთხვევაში, პირველი ფაქტორი არის ჩვენი მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის კონტენტი. თუ ადამიანს სპორტი უყვარს და აინტერესებს, Setanta Sports არის ადგილი, სადაც ყველაფერს იპოვის, თან თითქმის ყველა ციფრულ პლატფორმაზე და ტელევიზორშიც. მეორე ნაწილი არის ამ კონტენტის სწორად კეთება, მაყურებლამდე მისი მართებულად მიტანა და შესაბამისი სტრატეგია მარკეტინგში.

თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკეტი, სადაც მაუწყებლობთ, უკრაინაა. უდავოდ, ინტერესს იწვევს, Setanta Sports-ის სწრაფი ზრდა უკრაინის უდიდეს ბაზარზე. ერთი წლის განმავლობაში მე-4-დან 1-ე პოზიციამდე გადაინაცვლეთ. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ მნიშვნელოვანი ასპექტები ან გადაწყვეტილებები, რამაც სწრაფი დაწინაურება გამოიწვია ?

უკრაინაში Setanta Sports-ის ორი სატელევიზიო არხი მანამდეც მაუწყებლობდა, შესაბამისად, კომპანიას ცნობადობა მეტ-ნაკლებად ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია "აჭარა ჰოლდინგმა" გადაიბარა, განვითარების სტრატეგიაც შეიცვალა.

შევქმენით, ახალი, ბევრად საინტერესო, პაკეტები. სიახლემ გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა. ამ ყველაფერს დაემატა OTT პლატფორმა და ორიენტირი უფრო მეტად, ციფრული პლატფორმებისკენ ავიღეთ.

გვსურს, ვუპასუხოთ საერთაშორისო სტანდარტებს, ტენდენციებს, ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და მათ ტრადიციული სატელევიზიო სივრცის მიღმა ციფრული პლატფორმები და მათი უპირატესობები შევთავაზოთ, იქნება ეს OTT, YouTube, თუ სხვა სოციალური სივრცე. დიჯითალ არხების დამატებამ, ახალმა პაკეტებმა და მიდგომამ, საშუალება მოგვცა B2B პარტნიორებისთვის უფრო საინტერესო შეთავაზებები გაგვეკეთებინა, რამაც თავისთავად, შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა და საშუალება მოგვცა, ახალი მომხმარებლის მოსაზიდად მეტად გვეზრუნა.

უკრაინის პრემიერ ლიგის გაშუქება, ომის პირობებში, კომპანიის თავდადების და ერთგულების შთამბეჭდავი მტკიცებულებაა. როგორ მოახერხა, Setanta Sports-მა არა მხოლოდ გადაღება-ტრანსლირება, არამედ, ასეთ პირობებში, საკუთარი თავის დამკვიდრება როგორც ბაზრის ლიდერი ?

კომპანიის შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან დაახლოებით, ერთ თვეში, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. ამის მიუხედავად, ჩვენს გეგმაში, მათ შორის, კომუნიკაციის ნაწილში, კორექტივები არ შეგვიტანია.

მაშინ, სიტუაციიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ უკრაინის პრემიერ ლიგის გაშუქება, კომპანიისთვის საერთოდ არ იყო მომგებიანი და ვითარება არც ახლა შეცვლილა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ხალხთან კომუნიკაციას შევუწყვეთ ხელი.

ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე, გვსურდა გვეტვირთა სოციალური პასუხისმგებლობის ჩვენი წილი, რაც უკრაინაში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენაში თანამონაწილეობას გულისხმობდა.

გადაღებები ძალიან სარისკო იყო. ჩვენს თანამშრომლებს საჰაერო განგაშის დროს, თავი თავშესაფარში უნდა შეეფარებინათ. საფრთხის გადავლის შემდეგ კი, ისევ უნდა განეახლებინათ გადაღება. ეს ადამიანურ დონეზე, ემოციურ და ფიზიკურ სირთულესთან ერთად, კომპანიისთვის ფინანსურად დიდი ხარჯიც იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე ავიღეთ - არ გვსურდა, ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ქვეყანაში სპორტი გაჩერებულიყო და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ფეხბურთის შენარჩუნებისთვის ხელი არ შეგვეწყო.

ამით იმის ჩვენება გვსურდა, რომ არ ვართ ბრენდი, რომელიც მხოლოდ რაღაცის რეალიზაციას ახდენს. არამედ ვართ ბრენდი, რომელსაც შეუძლია, მტკიცე ღირებულებებითა და გადაწყვეტილებებით, მათ შორის, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც უპასუხოს და მას მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

Setanta Sports ყაზახეთში. ასევე ერთ-ერთი დიდი და კონკურენტული ბაზარი, სადაც თქვენი კომპანია მე-6-დან მე-2 პოზიციაზე გადავიდა. რა სტრატეგიები ან მიდგომები გქონდათ ამ ბაზარზე, რაც სწრაფ წინსვლაში დაგეხმარათ?

ყაზახეთში 3 სატელევიზიო არხი გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს აქვს გამოწერილი. Top of Mind-ის ნაწილში, ჯერ-ჯერობით, პირველები არ ვართ, თუმცა ძალიან დიდი ნახტომი გვქონდა. ვართ მეორეები და ასე თუ გავაგრძელებთ მარკეტინგის ნაწილში ინვესტირებას, ეს თავისთავად გაზრდის ჩვენი მომხმარებლების რაოდენობას და ალბათ, მალე კიდევ უფრო დავწინაურდებით. მთავარი ის არის, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორად ვვითარდებით. გრძელვადიანი გეგმა, რა თქმა უნდა, აქაც არის ის, რომ სატელევიზიო არხებიდან ნელ-ნელა, მომხმარებლები დიჯითალ პლატფორმებზე გადაერთონ.

შედეგების მიხედვით, სულ რაღაც 10 თვეში უზბეკეთში setantasports.com-ის პლატფორმაზე მილიონამდე მომხმარებელი დარეგისტრირდა, ყოველკვირეულად კი 88 % პირდაპირ ტრანსლაციებს უყურებს. რამ განაპირობა ეს სწრაფი ზრდა და როგორ ასახავს ის კომპანიის გაფართოებულ გავლენას?

უზბეკეთში Setanta Sports, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ბრენდს საერთოდ არ ჰქონდა ცნობადობა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ხალხისთვის უნდა გაგვეცნო, თუ რა არის Setenta Sports. შემდეგ - თუ რა კონტენტი და ლიგები გვაქვს. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გვეთქვა, რომ სერვისი ფასიანი გახდებოდა. პრაქტიკის არარსებობის გამო, გადახდა პრობლემა იქნებოდა. იქ ხალხი არ არის შეჩვეული კონტენტის შეძენას.

ამ ყველა გამოწვევის და იმის გამო, რომ უზბეკეთი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ბაზარია, ვიფიქრეთ, რომ რიგ დათმობებზე წასვლა ღირდა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პლატფორმა 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო ყოფილიყო. ასე მოვიყვანეთ მომხმარელები და შევაჩვიეთ ჩვენს პლატფორმას. დღეისათვის მილიონამდე გამომწერი გვყავს. აღმოვაჩინეთ, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ძალიან უყვარს სპორტი და თითქმის ყველა კონტენტს უყურებს. ახლა, ოქტომბრიდან, სტრატეგია შეიცვლება და კონტენტი გახდება ფასიანი. შენარჩუნებდება უფასო ნაწილიც, თუმცა დანარჩენი კონტენტი უკვე ფასიანი გახდება. რა თქმა უნდა, ეს ნიშნული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Setanta Sports-ის მასშტაბები შთამბეჭდავია და მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთსა და ყაზახეთს, არამედ კიდევ 10 სხვა ქვეყანას. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ასეთი დიდი კომპანიის მართვას მოჰყვება?

გამოწვევა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არის ლოკალიზაცია. ამ ბაზრებზე აუცილებელია ადგილობრივი კულტურის, პრეფერენციების ცოდნა; რა უნდა შესთავაზო მომხმარებლებს, რა უნდა გააკეთო მათთვის. აუცილებელია გადახდების კუთხით მორგება, ბევრ ქვეყანაში გვჭირდება გადახდის ლოკალური სისტემების გამოყენება, რაც თავისთავად ტექნიკურ ცვლილებებს მოითხოვს.

ასევე, არის კადრების ნაწილიც. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი, საჭირო უნარებისა და ძლიერი მხარეების მქონე თანამშრომლები დავიქირავოთ და შემდგომ მათი სამუშაო პროცესი დისტანციურად გავმართოთ, რაც ასევე გამოწვევაა.

ზოგადად, ეს პერიოდი თვითონ გამოწვევაა, რადგან რუსეთის სამხედრო აგრესიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა, არამხოლოდ უკრაინის ბაზარზე, არამედ ყველგან. მაგალითად, ომამდე ჩვენ ბელორუსშიც ვიყავით, მაგრამ ომის შემდეგ ამ ბაზრიდან გამოვედით, რაც ერთის მხრივ ფინანსური დანაკლისი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სწორი გადაწყვეტილებაა და პირიქით, ეს ცვლილება კომპანიისთვის გახდა ახალი, ბევრად მასშტაბური ზრდის საფუძველი, რაც ფილიპინების ბაზარზე შესვლას გულისხმობს. ამ ნაბიჯმა განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა და ახალ რეგიონში ბიზნესის განვითარების პირველი ნაბიჯები გადაგვადგმევინა.

როგორია თქვენი ხედვა კომპანიის მომავალზე? როგორ გეგმავთ მისი, როგორც წამყვანი სპორტული მედია პლატფორმის სტატუსის შემდგომ კონსოლიდაციას იმის ფონზე, რომ საერთაშორისო მედიის ლანდშაფტი მუდმივად იცვლება და ფართოვდება?

სტრატეგიას და მისიას არ ვცვლით. გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები ციფრულ სივრცეში გადავიყვანოთ. ამ მიზნის მისაღწევად განვითარდება პლატფორმის ფუნქციონელები, დაგვემატება შოუები და გადაცემები თითოეულ ქვეყანაში პოპულარული კონტენტის შესაბამისად, განვაგრძობთ სხვა ქვეყნებში მასშტაბირებას და შევქმნით სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის სხვადასხვა სივრცეების ეკოსისტემას იმისათვის, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მისთვის საინტერესო კონტენტი ნახოს და ჰქონდეს საშუალება მისი მსგავსი ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან გამოხატოს თავისი აზრი და შევიდეს დიალოგში.