SEU და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სტუდენტებს ორმაგი დიპლომის პროგრამებს შესთავაზებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობა იწყება, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს და ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის (The George Washington University), თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.

მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას განავითარონ თანამშრომლობა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. შეთანხმება მოიცავს ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) შემუშავებას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებებისა და კონფერენციების დაორგანიზებას.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა კიდევ უფრო აძლიერებს SEU-ს საერთაშორისო ქსელს, რომელიც უკვე მოიცავს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT). ეს ნაბიჯი ადასტურებს SEU-ს ამბიციას, იყოს აქტიური მონაწილე გლობალურ აკადემიურ პროცესებში და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლება საქართველოსა და რეგიონში.