Get All Access for $5/mo

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი "ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ე.წ. ღრუბლოვანი ტექნოლოგია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სფეროა და მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება იმდენად, რამდენადაც იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციის ხარჯებს და აუმჯობესებს კომპანიებს შორის კოლაბორაციას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღრუბლოვანი პლატფორმების ქართველი ინჟინერი შალვა კაკაურიძე, რომელიც ქლაუდ-პლატფორმებისა და Enterprise IT-ტრანსფორმაციის მიმართულებით საქმიანობს. სულ ცოტა ხნის წინ, შალვა კაკაურიძე გახლდათ მოწვეული სპიკერი Google-ის კონფერენციაზე − Next, სადაც მონაცემთა ბაზების პანელურ დისკუსიაში ისაუბრა IT-ტრანსფორმაციასა და მონაცემთა ბაზების კონსოლიდაციისა და ოპტიმიზაციის წარმატებულად დასრულებულ რამდენიმეწლიან პროგრამაზე.

როგორ მოხვდა ტექნოლოგიების სფეროში, რა გამოწვევებს შეხვდა კარიერულ გზაზე და როგორ მიაღწია საერთაშორისო წარმატებას ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში? − ამ და სხვა შეკითხვებზე Entrepreneur-ი შალვა კაკაურიძეს ესაუბრა.

პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში

ტექნოლოგიებით სკოლის ასაკშივე დაინტერესდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კომპიუტერული თამაშების სიყვარული საკუთარი თამაშებისა და სისტემების შექმნის სურვილში გადაეზარდა. სკოლის ასაკში უკვე რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის მართვის სისტემა ჰქონდა შექმნილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, თუმცა პარალელურად, ტექნოლოგიების შესწავლას ონლაინრესურსების დახმარებით ცდილობდა.

"15 წლის წინ, ისეთი ონლაინკურსები და საიტები, როგორებიცაა Coursera, Udemy და სხვა, არ იყო აქტუალური, ამიტომ ძირითადად სხვადასხვა წიგნის ონლაინ მოძიება და გარჩევა მიწევდა. ყველაზე დიდი გამოცდილება კი, ალბათ, მაინც პრაქტიკული საქმიანობაა. ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი ჩემს კარიერაში − როდესაც ჩემს პარტნიორთან ერთად შევქმენი გეიმინგ-კომპანია. ნულიდან ავაწყეთ გეიმინგ-სისტემა, რომელიც დღესაც წარმატებულად ოპერირებს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ბაზრებზე", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს შალვა კაკაურიძე.

საერთაშორისო კარიერა Core Logic-ში

საინფორმაციო ტექნოლოგიებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შალვა კაკაურიძე აქტიურად მუშაობს Cloud Platform Engineering-ისა და Enterprise IT-ტრანსფორმაციის მიმართულებით. საკუთარ თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა პოზიციაზე ემუშავა, მათ შორის: Cloud Technologies, Fullstack Engineering, Project Management, Solution Architecture და სხვა.

რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას, შალვა Core Logic-ის ქლაუდ-პლატფორმებისა და ინჟინერიის უფროსი დირექტორის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს საერთო პლატფორმების არქიტექტორის შემუშავებას, დეველოპმენტსა და მხარდაჭერას.

Core Logic ოპერირებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივების კლასის, უძრავი ქონების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. Core Logic-ის უძრავი ქონების სისტემები საშუალებას აძლევს უძრავი ქონების პროფესიონალებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სადაზღვევო კომპანიებს, სამთავრობო უწყებებს და სხვა მომხმარებლებს 5.5 მილიარდზე მეტი ღირებულების ქონების ინფორმაციაზე. გარდა ამისა, Core Logic ამუშავებს 152 მილიარდი აშშ დოლარის კომბინირებულ საგადასახადო ტრანზაქციას.

ქლაუდ-პლატფორმის გუნდის მიზანია, შექმნას შიდა პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესების სტანდარტიზაციას, ეფექტიანობის ასამაღლებლად.

ასევე, კომპანიაში, შალვა კაკაურიძის ჩართულობით, აქტიურად იყენებენ და ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტს. LLM-მოდელების ინტეგრაციამ პლატფორმების ყოველდღიურ საქმიანობაში საკმაო ეფექტიანობა აჩვენა, შესაბამისად ქართველი ინჟინრის აღნიშვნით, იგეგმება AI-გუნდის კიდევ უფრო გაფართოება.

გამოწვევები ტექნოლოგიებში − რა სახის უნარ-ჩვევებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

ტექნოლოგიების სფერო ყოველდღიურად ვითარდება, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს ხვდებიან. იმისათვის, რომ სპეციალისტებმა დაბრკოლებების ახალ შესაძლებლობად გარდაქმნა შეძლონ, შალვა კაკაურიძეს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური ცოდნის გარდა, სხვა ტიპის უნარ-ჩვევებიცაა საჭირო.

"რაც შეეხება რჩევას წარმატებისთვის, ტექნოლოგიური ცოდნის გარდა გამოვყოფდი 3 უნარ-ჩვევას:

  • გამოწვევების სიყვარულს − ყოველი გამოწვევა არის განვითარების შესაძლებლობა, რომელსაც სიხარულით უნდა შევეგებოთ და არა შიშით ან თავის არიდებით;
  • მიზანდასახულობას − გამოწვევების წარმატების დასაძლევად მნიშვნელოვანია მიზანმიმართულობა და შეუპოვრობა ნებისმიერ სიტუაციაში;
  • პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარს − პროგრამირების ენების თუ ტექნიკური საქმიანობის შესწავლა არცთუ ძნელია, მაგრამ ლოგიკური გადაწყვეტილებების და პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი ალგორითმული გზების მოძიება განახვავებს მაღალ და საშუალო პერფორმერებს" − განმარტავს შალვა.

გზა Google-ის სპიკერობამდე

Google Cloud-სა და Core Logic-ს მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რაც შალვა კაკაურიძესა და მის გუნდს საშუალებას აძლევს, გავლენა მოახდინონ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი Google Cloud-ის პროდუქტების შემუშავებასა და დეველოპმენტში.

"შესაძლებლობა მქონდა, ვყოფილიყავი სპიკერი Google-ს კონფერენციაზე Next, სადაც მონაცემთა ბაზების პანელურ დისკუსიაში ვისაუბრე IT-ტრანსფორმაციაზე და მონაცემთა ბაზების კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის წარმტებულად დასრულებულ რამდენიმეწლიან პროგრამაზე.კონფერენციის შემდგომ, ასევე ერთობლივად ვიმუშავეთ ბლოგპოსტზე, რომელიც Google Cloud ტექნოლოგიურ ბლოგზე დაიდო და განვიხილეთ ჩემი გუნდის მიერ ახალი პლატფორმის დანერგვა. აღნიშნული პლატფორმაა Google Kubernetes Engine, რომელმაც 30%-ით შეამცირა საოპერაციო IT-ხარჯები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებლები.

ასევე ზოგადად აქტიურად ვარ ჩართული ლოკალურ ტექნოლოგიურ ქომუნითიებში, კალიფორნიაში და ხშირად გამოვდივარ სხვადასხვა მცირე თუ დიდ ღონისძიებებზე როგორც მოწვეული სპიკერი", − აღნიშნავს რესპონდენტი.

პროექტი, რომლითაც ამაყობს ქართველი ინჟინერი

ტექნოლოგიებში მრავალწლიანი გამოცდილების ფარგლებში შალვა კაკაურიძეს უამრავ განსხვავებულ პროექტზე უმუშავია, თუმცა მათგან გამოჰყოფს Core Logic-ში მასიურ IT-ტრანსფორმაციას − რომელიც მიზნად ისახავდა 1 000-მდე აპლიკაციის ეკოსისტემის მიგრაციას Google Cloud-ში. დროის მცირე მონაკვეთში, შალვამ გუნდთან ერთად შეძლო სრულიად ახალი, Kubernetes ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმის დაგეგმვა, დეველოპმენტი და მისი გაშვება ხარვეზების გარეშე.

"შეცდომის ფასი საკმაოდ დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის უდიდესი ბანკები და სამთავრობო სტრუქტურები დამოკიდებული არიან ჩვენს სისტემებზე ყოველდღიური საქმიანობისთვის.

პროექტმა წარმატებით ჩიარა და საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაგვანახა სისწრაფის, დანახარჯების და დეველოპმენტ-გუნდების ეფექტიანობის გაუმჯობესების მხრივ.

ყოველწლიური IT-ხარჯები რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით შემცირდა", − განმარტავს შალვა.

როგორ ეცნობა სიახლეებს წარმატებული ქართველი?

ტრენდები და ტენდენციები მუდმივად იცვლება ტექნოლოგიებში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მისდიო სიახლეებს. რაც შეეხება შალვა კაკაურიძის "რუტინას", მისი განმარტებით, იმისათვის, რათა ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხშირად ესწრება სხვადასხვა ტექნოლოგიურ კონფერენციას და თავადაც ცდილობს გამონახოს დრო საინჟინრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით.

რაც შეეხება უახლოეს მომავალს, შალვა გეგმავს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ქართულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობაში და წვლილი შეიტანოს ლოკალური გამოცდილების გაუმჯობესებაში.

ე.წ. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მომავალი

რა განვითარება ექნება ღრუბლოვან ტექნოლოგიებს სამომავლოდ? რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს ან რა მნიშვნელობა შეიძინოს? როგორ ესახებათ ინჟინრებს მისი მომავალი? − ამ შეკითხვებზე შალვა კაკაურიძე პასუხობს:

"ვფიქრობ მომდევნო წლები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელოვნური ინტელექტის და ღრუბლოვანი კომპიუტინგის განვითარების მიმართულებით. ღრუბლოვანი კომპიუტინგის საბაზრო კაპიტალიზაცია 2022 წლის მნაცემებით 570 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2023-ში კი 677 მილიარდამდე გაიზარდა. სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით 2023-დან 2032 წლამდე საშუალო წლიური ზრდა 17% იქნება, რაც საბაზრო კაპიტალიზაციას 2.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაზრდის მოთხოვნას ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინჟინრის პოზიციებზე, რომელთა საშუალებით არა მხოლოდ მექანიკური ოპერაციების შესრულება, არამედ პროცესების და პლატფორმების დაპროგრამება/ავტომატიზაცია იქნება შესაძლებელი.

ასევე საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხოციელდება ხელოვნური ინტელექტის კომპიუტინგ-შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. დღევანდელი, სილიკონზე დამოკიდებული პროცესორები მოიხმარენ ძალიან დიდ რესურსებს, რაც არ არის ეფექტიანი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.

ემი აზრით საკმაოდ დიდ წინსვლას უნდა ველოდოთ ღრუბლოვანი კომპიუტინგის ჩიპების მიმართულებით, რომლებიც გაცილებით ეფექტიანნი იქნებიან ხელოვნურ ინტელექტზე სამუშაოდ".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი