Get All Access for $5/mo

''შარქ თენქ საქართველოს'' მეორე სეზონი იწყება 20 აპრილს, საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 20 აპრილს, საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება. პროექტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა - პროექტის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

20 აპრილიდან კი, ყოველ ოთხშაბათს, საქართველოს პირველი არხის ეთერში მაყურებელს შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონი ელოდება.

"მოხარული ვართ, მხარი დავუჭრიოთ და გენერალური პარტნიორობა გავუწიოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც Shark Tank-ია. პროექტმა უკვე 5 კონტინენტი მოიცვა და მისი დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ინვესტიცია. მათთვის, ვისაც საკუთარი იდეის სჯერა, Shark Tank-ი ერთგვარი შესაძლებლობაა მიზნები რეალობად აქციონ. Shark Tank საქართველოს პირველი სეზონის ფარგლებში 14-მა გამარჯვებულმა უკვე წარმატებით შეძლო საკუთარი საქმიანობის განვითარება. მოხარული ვართ, რომ მალე ამ რიცხვს ახალი ქართული ბიზნესებიც შეუერთდება. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ახალი, საინტერესო და გამორჩეული ბიზნესების განვითარებას",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების მხარდამჭერი არაერთი პროექტის პარტნიორია და მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. დეტალურად, დამწყები ბიზნესებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3rAiP0f
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"