Get All Access for $5/mo

შემოგვიერთდი მარტივად, გახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში გახდი თიბისის მომხმარებელი ძალიან მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისი ციფრულ განვითარებას აგრძელებს და ამ პროცესის პარალელურად მომხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამჯერად, კომპანია მათ, ვინც ჯერ თიბისის მომხმარებელი არ არის, რეგისტრაციას დისტანციურად, სულ რაღაც 90 წამში სთავაზობს.

სერვისების გაციფრულება თიბისის რამდენიმე წლის წინ დანერგილი სტრატეგიაა, რომელიც COVID-19-ის გამოწვევებმა გაცილებით დააჩქარა და კომპანიის კიდევ უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია.

"ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი ძალიან მარტივად და რაც მთავარია ფილიალში მოსვლის გარეშე, მობაილ ბანკის დახმარებით 90 წამში გახდეს. ამ დრომდე ეს მხოლოდ ფილიალში მოსვლით იყო შესაძლებელი. აღნიშნული ინოვაცია მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად დავნერგეთ და ის განსაკუთრებით რელევანტურია არსებულ რეალობაში. მომხმარებლებს მუდმივად მოვუწოდებთ მაქსიმალურად მოერიდონ ფილიალში მოსვლას და ჩვენი დისტანციური არხებით ისარგებლონ. ამისათვის არაერთი ინიციატივა - მათ შორის ამხსნელი ვიდეორგოლების სერია გავაკეთეთ. ახლა კი, შესაძლებლობას ვაძლევთ სახლიდან გაუსვლელად გახდნენ თიბისის მომხმარებლები და სასურველი მომსახურება ფილიალში ვიზიტის გარეშე მიიღონ", - აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი.

იმისათვის, რომ თიბისის მომხმარებელი მარტივად გახდეთ, უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია TBC BANK App Store ან Google Play-დან და რეგისტრაცია გაიაროთ.

ინსტრუქციის მიხედვით, მომხმარებლად რეგისტრაციისთვის მხოლოდ 90 წამი დაგჭირდებათ. ამასთანავე, თიბისის ანგარიშს ავტომატურად, ციფრული ბარათის სახით სრულიად უფასოდ გაიაქტიურებთ.

ბარათით როგორც ტერმინალებსა და ელ.კომერციის ობიექტებში გადახდას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდებას უმოკლეს დროში შეძლებთ.

"ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, შესაბამისად, ვცდილობთ რომ მუდმივად განახლებადი ციფრული სერვისები შევთავაზოთ მათ. პანდემიის პერიოდში არაერთი ინოვაციური სერვისი დავნერგეთ, მათ შორის სრულად ციფრული ბარათი. მომავალშიც ისეთ სიახლეებს ვგეგმავთ, რომლებიც შესაძლებელს გახდის, მომხმარებლებმა მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, სასურველი მომსახურება კი სწრაფად და უსაფრთხოდ, მარტივი და კომფორტული ფუნქციონალების დახმარებით მიიღონ", - გიორგი ალიბეგაშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის