Sponsored Content

შემოუერთდი წიგნის ციფრულ ფესტივალს ველიზე - 70%-მდე ფასდაკლება გრძელდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Veli.Store

მაისის ბოლო ის პერიოდია, როდესაც თბილისის წიგნის ფესტივალზე საზაფხულო დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის თუ შვებულებისთვის, საინტერესო წიგნები უნდა მოიმარაგო.

მართალია, საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი უკვე დასრულდა, თუმცა ველიმ კითხვის იმ მოყვარულებზეც იზრუნა, ვინც ფესტივალზე ფიზიკურად მისვლა ვერ შეძლო. ველიზე წიგნის ციფრული ფესტივალი 4 ივნისის ჩათვლით გრძელდება. შენთვის საინტერესო წიგნები ციფრულ თაროებზე საფესტივალო ფასად - 70%-მდე ფასდაკლებით ჯერ კიდევ შეგიძლია აღმოაჩინო და მთელი საქართველოს მასშტაბით, სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღო.

ველი უკვე მეორე წელია თბილისის წიგნის ფესტივალის პარტნიორია, როგორც ციფრულ, ასევე ფიზიკურ სივრცეში. ფესტივალმა ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს "ექსპო ჯორჯიაში" უმასპინძლა, სადაც ველი, პავილიონში და საბავშვო კუთხეში იყო წარმოდგენილი. საფესტივალო ფასდაკლებით ათასობით წიგნი გაიყიდა. პარალელურად კი, ველის სტენდთან შეკრებილმა წიგნის მოყვარულებმა, სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და გათამაშებებში, საყვარელი წიგნების დახმარებით, ქართველი მწერლების ფრაზებით გაფორმებული ღია ბარათებით, ველის ვაუჩერებითა და ველის მრავალფეროვანი კატეგორიებიდან სხვადასხვა ნივთით დასაჩუქრდნენ.

პირველი წლის გამოცდილებით, ველიმ წიგნის ფესტივალის ციფრული ალტერნატივის შექმნის აუცილებლობა დაინახა. სწორედ ამიტომ, წელს წიგნი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადა და მკითხველს ქართული და ინგლისურენოვანი, მრავალფეროვანი ჟანრის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტით დახვდა.

ველის ვირტუალურ თაროებზე წიგნების შერჩევა და აღმოჩენა, ძალიან ჰგავს საფესტივალო გამოცდილებას, რადგან აქ ყველა ქართული გამომცემლობის ნებისმიერი ჟანრის წიგნს იპოვი. თუ ჯერ არ იცი ზუსტად რომელი წიგნი გინდა, ველიმ გამომცემლობებთან და განსხვავებული გემოვნებისა და პროფესიის ადამიანებთან ერთად, რჩევებიც მოგიმზადა.

არ აქვს მნიშვნელობა რომელი ასაკის მკითხველისთვის ეძებ წიგნს, მხატვრული ლიტერატურა გიყვარს თუ დოკუმენტური, პოეზია თუ პროზა, ქართული თუ უცხოური, კლასიკა თუ თანამედროვე - ეს რჩევები დაგეხმარება შეარჩიო რა წაიკითხო და შენი კალათი საინტერესო ამბებით შეავსო.

გახსოვდეს, რომ საკუთარი თავისთვის, თუ საყვარელი ადამიანისთვის, წიგნი ყოველთვის საუკეთესო საჩუქარია იმიტომ, რომ რამდენჯერაც წიგნს გადაშლი, იმდენჯერ აღარ იქნები მარტო ამ სამყაროში და რამდენი წიგნიც გაქვს წაკითხული, იმდენივე თავგადასავალი გადაგხდენია. თანაც, როგორც ყველასათვის საყვარელმა მწერალმა დაწერა, "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ. უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი."

აღმოაჩინე წიგნები, რომლებიც წიგნის ფესტივალის ფარგლებში ველიზე ყველაზე მეტმა ადამიანმა აირჩია:

  1. დაიანა უინ ჯონსი - "ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი"
  2. Რეზო გაბრიაძე - "ჩემი პატარა ქალაქი"
  3. Ნინო ხარატიშვილი - "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)"
  4. ნინო ხარატიშვილი - "უკმარი სინათლე"
  5. უმბერტო ეკო - "ფუკოს ქანქარა"
  6. თემო რეხვიაშვილი - "კურიერის ამბები"
  7. ბანანა იოშიმოტო - "სამზარეულო"

მოასწარი წიგნების საფესტივალო ფასდაკლებით შეძენა 4 ივნისის ჩათვლით.