Get All Access for $5/mo

შენი საჩუქარი - არომატული სურვილებით მეამასგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: მეამა

ახალი წლის მოსვლას განსაკუთრებული სიხარულით ელოდება ყველა ჩვენგანი: წინა საახალწლო დღეების განუყოფელი ნაწილი კი დადებითი ემოციების და ბედნიერების გაზიარებაა, სწორედ ამიტომ, მეამამ დაიწყო საახალწლო კამპანია "შენი საჩუქარი", რომლის მიზანია, კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს საახალწლო საჩუქრების შერჩევის გამოცდილება.

საახალწლოდ მეამამ შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის ყველაზე არომატული საჩუქრები შეარჩია. შენი საჩუქარი შეგიძლია აღმოაჩინო ონლაინ მაღაზიის გზამკვლევში და ბრენდულ სივრცეებში, სადაც სურვილის შემთხვევაში მეამას ელჩებიც ჩაერთვებიან შერჩევის პროცესში.

მეამას ყავის არომატი სახლში ბევრისთვის უკვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ზოგისთვის კი ჯერ ისევ ახალი თავგადასავალია. საახალწლო საჩუქრების გზამკვლევში ნახავ ყველაფერს, მათთვის ვისაც ყავის სიყვარული აერთიანებს: ყავის როგორც ახალი ისე, უკვე საყვარელი კაფსულები, საახალწლო ნაკრებები ყავის აპარატებით და ფერადი აქსესუარების ახალი კოლექცია.

მეამას საახალწლო ნაკრებებში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პრემიუმ შეთავაზებას - მეამას დახვეწილი დიზაინის, ვინტაჟური აპარატის ნაკრებს, რომელშიც შედის ევროპული ფორმატის კაფსულები და სხვადასხვა აქსესუარები. ეს დაუვიწყარი საჩუქარია, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გამორჩეული სტილის და ყავის მოყვარულებისთვის.თითოეული შენაძენი უკვე გამზადებულია სასაჩუქრედ. შეგიძლია, ბარათზე ახალი წლის სურვილები დაწერო და შერჩეული საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ მოათავსო.

საახალწლო სამზადისი და განწყობა Meama Collect-შიც გრძელდება. მენიუს დაემატა 5 ახალი კოქტეილი: ლუნგო გლინტვეინით, კარამელის ცხელი მაკიატო, შოკოლადის მოკა ზეფირით, ზამთრის ირლანდიური და ესპრესო მარტინი. დღეიდან ზამთრის ცივ დღეებში შეგიძლია Meama Collect-დან საახალწლო ყავის სასმელები გაიყოლო, ბევრი ისეირნო, გათბე და ახალი გემოებით შეიქმნა ახალი წლის განწყობა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი