''შერეკილები'' - დიდი იდეების კონკურსი რეგისტრაცია დაიწყო!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზოგჯერ, ქართველებს მეოცნებე ერს გვიწოდებენ. პრინციპში, თავის დროზე რომ არ ეოცნებათ რაღაც მიუწვდომელზე და გრანდიოზულზე, არ იარსებებდა ყველა ის გამოგონება, რაც ახლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ერთ დროს, ზოგიერთ გამოგონებაზე ფიქრიც კი სიგიჟედ მიიჩნეოდა.
ეს კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა გაგვიზიაროთ გაბედული და "დამანგრეველი ინოვაციის" პოტენციალის მქონე კვლევები და ბიზნეს-იდეები.
გიწვევთ თუ:
- ხართ მკვლევარი და აწარმოებთ კვლევას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო!
- ხართ მეწარმე და გაქვთ იდეა, რომელსაც შეუძლია, გადაჭრას სერიოზული პრობლემა და ამით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ!
ფინალი და ჟიურის წევრები:
კონკურსს ეყოლება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ პრიზებს. თუმცა, ძირითადი ღირებულება კონკურსანტებისთვის იქნება იმ ჟიურის წინაშე წარდგომა, რომლებიც სილიკონის ველიდან (აშშ) ესტუმრებიან ჩვენს ღონისძიებას. ესენი იქნებიან:
- Bill Reichert: ვენჩურული ფონდი Garage Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელიც Guy Kawaski-სთან ერთად დააფუძნა. ის ასევე Pegasus Tech Ventures პარტნიორია.
- Ron Weisman: ანგელოზ ინვესტორთა ვენჩურული ფონდი Band of Angels-ის თავმჯდომარე. ის თავის დროზე Steve Jobs-თან ერთად მუშაობდა NEXT-ში.
- Luke Kowalski: Oracle-ის ერთერთი აღმასრულებელი, რომელიც უშუალოს Larry Elison-ისთან მუშაობს.
- Marvin Liao: ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის პატნიორი და მმართველი დირექტორი.
- Jonathan Tower: ვენჩურული ფონდი Catapult VC-ის დამფუძებელი.
რეგისტრაცია:
თუ დაინტერესდი, დარეგისტრირდი
ამ ეტაპზე, გვესაჭიროება მხოლოდ იდეის აღწერა და არგუმენტი, თუ რატომ არის თქვენი იდეა ასეთი მნიშველოვანი. საინვესტიციო პრეზენტაციის (pitch deck) გამოგზავნა არ არის საჭირო.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.
(კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის 26 თებერვალს).
არცერთი იდეა არ იქნება ამ კონკურსისთვის "მეტისმეტად გიჟური"! არ ვაპირებთ, ყურადღება გავამახვილოთ ფინანსებზე და ბიზნეს მოდელზე. ფინალში მოსახვედრად დაგჭირდებათ მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორ აპირებთ კონკურენციის მოგებას და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა.
იყავი "შერეკილი" და დაუმტკიცე Peter Thiel-ს რომ ის ცდება ("ჩვენ გვინდოდა მფრინავი მანქანები და მივიღეთ შევსებული აპლიკაციის 140 სიტყვა").
ღონისძიების ორგანიზატორები და დონორები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Startup Grind Tbilisi
- აშშ-ს საელჩო საქართველოში
- საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
ადევნე თვალი კონკურსის სიახლეებს