შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს – "კრისტალ პარკ ჰოტელის" B ბლოკის გაყიდვები აქტიურ ფაზაშია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"კრისტალ ჯგუფი", რომელიც მუდმივად ვითარდება და საზოგადოებას ინოვაციური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებით ანებივრებს, ბაკურიანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. კრისტალის საკურორტო ზონაში ახალი პრემიუმ კლასის აპარტჰოტელის – "კრისტალ პარკ ჰოტელის" ბ ბლოკის აპარტამენტების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს.
Crystal Park-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობს Crystal Park Hotel-ის B ბლოკის მშენებლობა – პრემიუმ-კლასის, ski-in/ski-out კონცეფციის აპარტჰოტელი, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობითა და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.
ბ ბლოკის შენობა აღჭურვილია OTIS-ის წარმოების ლიფტით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სასტუმრო რესეფშენითა და სამეთვალყურეო ვიდეოსისტემით. აპარტამენტები ჰბარდება ავეჯით, ტექნიკით, ტექსტილითა და სასტუმროს ყველა აქსესუარით სრულად გაწყობილი.
კომპლექსის მცხოვრებლებს კომპლექსში დახვდებათ პრემიუმ-კლასის შიდა ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს ფინურ საუნასა და სამასაჟე ოთახებს დასვენებისა და რელაქსაციისთვის. შიდა ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია: სატრენაჟორო დარბაზი, დეპო სათხილამურო ინვენტარის შესანახად და ლობი-ბარი.
საკურორტო ზონაში თავმოყრილია სასტუმროები, კაფე-რესტორნები, საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, SPA ცენტრები, ტყე-პარკი და გასართობი ატრაქციონები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრისტალის საკურორტო ზონაში ნებისმიერი დამსვენებელი იპოვის მის განწყობასა და ინტერესებზე მორგებულ სერვისებს.
აქ საბაგიროები და სათხილამურო ტრასები აღჭურვილია ხელოვნური გათოვლიანების სისტემით და ღამით სრიალის შესაძლებლობით, სადაც სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 12 კილომეტრს აღემატება და დაკავშირებულია კოხტა-მიტარბისა და დიდველის ტრასებთან.
კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს სპა-ცენტრებს აუზებით, საუნებითა და ფიტნეს დარბაზებით, ასევე ფუნქციონირებს ყინულის მოედანი და სხვადასხვა კონცეფციის კაფე-რესტორანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 8 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტყე-პარკი საფეხმავლო ბილიკებითა და მოსასვენებელი ზონებით, ასევე, გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ტობოგანი.აპარტჰოტელის ოპერირებას უზრუნველყოფს "კრისტალ ჯგუფის" გამოცდილი მენეჯმენტი, რაც მეპატრონეებისთვის ფინანსური სარგებლისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის გარანტია. ბინის მფლობელები "კრისტალის" საკურორტო ზონის ტერიტორიაზე სარგებლობენ განსაკუთრებული ბენეფიტებით, კერძოდ 10-20%-იანი ქეშ-ბექ სისტემით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ეს სისტემა მესაკუთრეებისთვის დამატებით ფინანსურ უპირატესობას წარმოადგენს.
კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის დეკემბერში სრულდება, ხოლო გარემონტებული და სრულად გაწყობილი აპარტამენტები 2026 წლის აგვისტოს თვეში ჰბარდება.