შეთავაზება თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის წინანდლის მამულში საახალწლო ღონისძიებებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებს 10%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს 31 დეკემბერს და 1 იანვარს წინანდლის მამულის "რადისონ ქოლექშენის" ჯადოსნური ახალ წლის ღონისძიებებზე.

წინანდლის მამულში დაგხვდებათ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი 2023 წლის პირველივე წუთები იყოს დასამახსოვრებელი: გალა ვახშამი, სადღესასწაულო დეკორაცია, ფოიერვერკის შოუ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეუდარებელი საახალწლო პროგრამა.

ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ანსამბლი "შვიდკაცა" და ნატალია ქუთათელაძე ნიკოლოზ რაჭველის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ქართული სიმღერების საორკესტრო ვერსიებს შეასრულებენ.

1 იანვარს კი მსოფლიო კინოსა და მუსიკის სამყაროში იმოგზაურებთ. ახალი წლის პირველ საღამოს წინანდლის მამულში მუსიკალური წარმოდგენა "მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები" გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გიორგი ცაგარელის და ნატალია ქუთათელაძის მონაწილეობით. კინო-მუსიკის საღამო იმ კადრების და მუსიკის ერთობლიობაა, რომლებიც ერთხელ ნახვის თუ მოსმენის შემდეგ ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.

საახალწლო ღონისძიების წარმდგენია "Mastercard" ; სპონსორები - "თიბისი კონცეპტი" და "სარაჯიშვილი.

აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 2023 წლის იანვარში, შესაძლებლობა ექნებათ სასტუმრო "რადისონ ქოლექშენის" ნომრების დაჯავშნისას ისარგებლონ 30%-მდე ფასდაკლებით. სასტუმროს დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს: +995 322 227 2700

Related Topics

ინსპირაცია

"თრეველოპედია" - როგორ იქცა ჰობი ბიზნესად?!

"მოგზაურობის დროს ისეთი დადებითი ემოციებით ვივსები, რომ დაბრუნებულს ეს გრძნობა ხანგრძლივად მიმყვება. როდესაც სხვა ადამიანებს მოგზაურობას ვუგეგმავ, მგონია, რომ მათაც ამ სიხარულის მიღებაში ვეხმარები. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი