"შეცვალე" - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო.
გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ გავუფრთხილდებით. ეკოლოგიის საკითხების ყურადღების ცენტრში მოქცევით, პროკრედიტ ბანკი ეუბნება თითოეულ ადამიანს, რომ მან არ უნდა დაკარგოს კავშირი ბუნებასთან და მიანიშნებს, რომ ყოველი ჩვენგანის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია.
'გვინდა საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახოს გარემოსთვის ზიანის მიყენებით გამოწვეული საფრთხეები და ეკოლოგიური კატასტროფის რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება დავდგეთ, თუკი არ შევცვალეთ ჩვენი ქცევა' - აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.
ამბავი ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების "იგის" ინსპირაციით შევქმენით. სცენარი წარმოსახვით მომავალში ვითარდება. ვიდეოს მთავარი გმირი მთხრობელია, რომელიც როიალზე უკრავს. ფიქრებს ის წარმოსახვით სამყაროში გადაყავს, სადაც ადამიანები "იგის" პერსონაჟების მსგავსად მოხრილები არიან და მათი თვალსაწიერი ვიწროა. ეს პრეისტორიული ხანის მოხრილი ადამიანის რეკონსტრუქციაა. ვიდეოში მეტაფორულად ასახულია ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი - სახეცვლილი სამყარო, სადაც ბუნება, ჰაერი და მიწა სრულად გამოფიტულია. შესაძლოა, რომ ეს ეს რეალობა დაგვიდგეს, თუ დღეს არ დავიწყებთ ჩვენი ქცევის ცვლილებას და გარემოზე ფიქრს.
შენ შეგიძლია შეცვალო სცენარი! - ვიდეო ამ ოპტიმისტური მესიჯით მთავრდება და ცვლილებების აუცილებლობისკენ მოგვიწოდებს.
სწორედ "იგის" მსგავს ადამიანს, თითოეულ ინდივიდს, შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს, ბიძგი მისცეს ცვლილებებს.
ვიდეო ასეთი კოლაბორაციით შეიქმნა: Brand: ProCredit Bank Georgia; Agency – Kraken; Production: Akka Productions; Music and Sound - Heima Production
Credits:
Brand: ProCredit Bank Georgia
Production: Akka Productions
Director: Kukusha nikusha Moconelidze
Producer: Akka York
Ass.producer: სალომე სოხაძე
1st AD: მარგო ზუბაშვილი
Production assistant: ლაშაგიორგი სვანიშვილი
Location manager: აჩი კევლიშვილი
Set manager: ოსო (ავთანდილ)კოკაევი
Dop : გოგა დევდარიანი
Gaffer: ვაჟა აფრასიძე
JAGAGRIP
Production designer: ირა შენგელია
Art director: გიორგი გორძამაშვილი
Props: დაჩი სვანიძე
Make up artist : ნინო ბედელაძე
Costume designer: ქეთევან გუნია
Casting director: ტასო ოქროპირიძე
Ass casting director: ზუჩი
Agency - Kraken
Creative Director - ციცი ბოდოკია
Art Director - თინა მაყაშვილი
Creative team lead - ანკა ნაცვლიშვილი
Copywriter - ვანო ყუფარაძე
Motion Designer - ლუკა შველიძე
Illustrator - გიორგი კაჭკაჭიშვილი,ალექსანდრე თურქიაშვილი
Music and sound - Heima Production