Sponsored Content

"შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ბევრი შრომა", - ელენე შეყრილაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლისთვის მომსახურების მიღების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სისწრაფეს, სიმარტივეს და მოქნილობას ენიჭება. ამიტომ, ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, ისარგებლონ ინდივიდუალურად მათზე მორგებული სერვისებით.

მომხმარებელი საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ცდილობს შექმნას ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება და შესაძლებლობას მისცემს მათ, რთული საბანკო ოპერაციები სულ რამდენიმე წუთში განახორციელონ.

დასახული მიზნის მისაღწევად კი საქართველოს ბანკის გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს. ამ და სხვა პროცესების შესახებ უფრო დეტალურად საქართველოს ბანკის პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ანალიტიკისა და ბიზნეს განვითარების გუნდის წევრი, ელენე შეყრილაძე გვესაუბრება. ის ამჟამად მომსახურების სრულყოფის უფროსი ოფიცრის პოზიციას იკავებს.

როგორ გახდით საქართველოს ბანკის გუნდის წევრი?

ჩემი პროფესია საბანკო საქმე და ფინანსებია, შესაბამისად თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მუშაობას ამ მიმართულებით დავიწყებდი.

თავდაპირველად საქართველოს ბანკში გამოცხადებულ სტაჟირების კურსებზე მოვხვდი. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ზრუნავდა ფინანსური ინსტიტუტი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კადრების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. ამიტომ ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მუშაობის დაწყება. ასე მოვხვდი სტუდენტების დასაქმებისთვის შექმნილი სტაჟირების პროგრამის დახმარებით საქართველოს ბანკში.

როგორი იყო თქვენთვის გუნდთან და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესი?

ონბორდინგის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც ახალი თანამშრომლისთვის, იყო ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, მათი მხრიდან საკუთარი გამოცდილების გაზიარება. შეიძლება ითქვას, რომ გუნდურობის და ერთმანეთში გვერდში დგომის მნიშვნელობა არის ის, რაც საქართველოს ბანკში მუშაობისას ნათლად დავინახე და გავიაზრე.

როგორც ვიცით, საქართველოს ბანკის გუნდში სხვადასხვა დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდით. მოკლედ რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.

საქართველოს ბანკში ჩემი კარიერული მოგზაურობა დაიწყო ფრონტში ფიზიკური პირების ოპერატორის პოზიციიდან, მალევე დავწინაურდი ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე და რამდენიმე წელი ვიმუშავე ამ მიმართულებით. კლიენტებთან ურთიერთობა, მათი საჭიროებების მოსმენა და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა ჩემი მთავარი მოტივატორი იყო.

ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ მეორე მხრიდან შემეხედა იმ პროცესებისთვის, რომლებიც მომხმარებლამდე მიგვაქვს და მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გამომეყენებინა როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად. ასე მოვხვდი პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ანალიტიკისა და ბიზნეს განვითარების გუნდში.

რა არის ყველაზე ღირებული "გაკვეთილი", რომელიც ისწავლეთ საქართველოს ბანკში?

ყველაზე ღირებული რაც ბანკში ვისწავლე არის, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება და ბევრი მუშაობა, ყველა მიზანი მიღწევადია, ხშირად ისეთ იდეებიც, რომლის განხორციელებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გეჩვენება.

რატომ არის თქვენი პროდუქტი მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის და რა ღირებულებას სთავაზობს მათ?

ჩვენი პროდუქტების და სერვისების უმეტესობა მომხმარებელთა ყოველდღიურობის ნაწილია. ამიტომ ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი ინდივიდუალური საჭიროებები და მივაწოდოთ ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც მათ ფინანსურ ბენეფიტებთან ერთად მაქსიმალურად კომფორტულ საბანკო გამოცდილებას შესთავაზებს. ანუ, მათ ურთიერთობას ბანკთან რაც შეიძლება მეტად კომფორტულს გახდის.

იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქტი მუდმივად თანხვედრაში მოდიოდეს თანამედროვე მოთხოვნებთან, ჩვენ ვიკვლევთ როგორც საერთაშორისო ბაზრების ტენდენციებს, ასევე ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას.

თითოეული მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ვცდილობთ ყველა პროდუქტს და სერვისს მომხმარებლის გადმოსახედიდან შევხედოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევქმნათ საინტერესო, მისთვის სასარგებლო და ინოვაციური საბანკო გამოცდილება.

და ბოლოს, რა არის ის მთავარი იდეა, რომელიც თითოეული პროდუქტის, განხორციელებული ინიციატივის უკან დგას?

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება არის ინოვაცია და მუდმივი განვითარება. მთავარი იდეა, რაც ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების უკან დგას, ისევ და ისევ მომხმარებელი და მისთვის გამორჩეული საბანკო გამოცდილების შექმნაა. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებაზე.