Get All Access for $5/mo

''შოკოტელა'' - ხელნაკეთი არტ-შოკოლადები მარიამ კაპანაძისგან 150 000 ლარი 'შარქისგან" 50%-ის სანაცვლოდ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი

ქართულ სატელევიზიო სივრცეში, საქართველოს პირველ არხზე, სტარტაპერებისათვის ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ − "შარქ თენქ საქართველო" გამოჩნდა. ამ შოუს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, უკვე 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს, იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო 2021 წლიდან, ამის შესაძლებლობა უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი Visa − ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს, რომელიც პროექტში გამარჯვებულებს თავიანთი ბიზნესის ეფექტურად მართვისა და გამარტივების მიზნით, სთავაზობს Visa-ს ინოვაციური პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას. Visa-ს სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს − როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მცირე და საშუალო ბიზნესი, ეკონომიკის მამოძრავებელ ძალასა და მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გამოიხატება ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებასა და მათთვის პარტნიორობის ფორმატში განხორციელებული ინიციატივებით. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − საქართველოს პირველი არხის გადაცემა, რომელიც ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შორის ღია კომუნიკაციას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობის გაზრდა და მათი პროდუქტის პოპულარიზაცია.

"შარქ თენქ საქართველოს" მეორე გადაცემის ერთ-ერთი გამარჯვებული, სტარტაპი "შოკოტელა" და მისი დამფუძნებელი − მარიამ კაპანაძე გახდა, რომელმაც "შარქ" სოსო ფხაკაძისგან კომპანიის 50%-იანი წილის სანაცვლოდ, 150 000 ლარიანი ინვესტიცია მიიღო. მოზიდული ინვესტიცია და "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტის გამოცდილება, "შოკოტელას" საწარმოს გამართვაში, გაფართოებასა და მასშტაბირებაში დაეხმარება.

საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა პროფესიით ბორტგამცილებელი მარიამ კაპანაძე, შოკოლადის ზღაპრულ სამყაროში. პანდემიის გამო, იგი დროებით უმუშევარი დარჩა და გაუთავისუფლდა დრო საიმისოდ, რომ ეფიქრა რა მოსწონს, რა გამოსდის კარგად და როგორ აქციოს ეს საქმე ბიზნესად. მისი თქმით, კულინარია და ხელოვნება, ბავშვობიდან მისი განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო შოკოლადი − საყვარელი საკვები პროდუქტი. გასული წლის გაზაფხულზე, მარიამმა დაიწყო შოკოლადისა და მისი წარმოების შესახებ ინფორმაციის მოძიება ონლაინწყაროებში. ძიების პროცესში, იგი ხელნაკეთ არტ-შოკოლადებს გადააწყდა და მიხვდა, რომ ეს იყო საქმე, რომლისკენაც იგი ყოველთვის ისწრაფოდა. უპირველეს ყოვლისა, მარიამმა შეისწავლა შოკოლადთან მუშაობის ტექნიკა, შემდეგ მოიკვლია ბაზარი და კონკურენტები, გამოიწერა მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი, ნედლეული, და მიმდინარე წლის 14 თებერვალს, "შოკოტელა" უკვე ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა.

"შოკოტელა არის ხელნაკეთი არტ-შოკოლადები. ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პროდუქტის ვიზუალი და ხარისხია, ვინაიდან თითოეული შოკოლადი ხელით, სპეციალური საკვები საღებავებითაა მოხატული. წარმოებაში ვიყენებთ ნატურალურ, ცოცხალ ინგრედიენტებს, იქნება ეს შოკოლადი, ნაღები, კარაქი, ხილის პიურე და ა.შ. სწორედ ნედლეულის უმაღლესი ხარისხი და ექსკლუზიურობა განსაზღვრავს იმ განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს, რომლითაც "შოკოტელას" ნაწარმს ყველასგან გამოარჩევთ", − აცხადებს მარიამ კაპანაძე, − "შარქ თენქში მიღებული ინვესტიცია არ არის უბრალოდ გრანტი, არამედ ესაა ნამდვილი პარტნიორობა, ყოველდღიური თანამშრომლობა. ბატონ სოსო ფხაკაძის გუნდის წევრები აქტიურად არიან ჩართული პროცესების სწორად და თანმიმდევრულად წარმართვაში. ცხადია, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, "შარქისგან" იღებ უდიდეს ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსს, გამოცდილებას და საქმიან ხედვას. "შარქ თენქ საქართველო" საოცარი პროექტია და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა მის შემქმნელსა და ორგანიზატორს. ესაა შანსი იმისთვის, რომ შენი პროექტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს სატელევიზიო ეთერში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არცერთი "შარქი" არ გამოგყვება, შესაძლოა უამრავი ადამიანი დაინტერესდეს ტელევიზორების ეკრანებს მიღმა და პარტნიორობის სურვილი გამოიჩინოს, რაც დამწყები ბიზნესებისათვის შეუდარებელი შესაძლებლობაა".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი