Get All Access for $5/mo

სიახლეები თიბისის ციფრული ბანკისგან, რომელიც მომხმარებელს ცხოვრებას უმარტივებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისი ბიზნესს სპეცილურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს, რომელიც ბიზნესის მხარდასაჭერად, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ბიზნესს ახლა უკვე შეუძლია ისარგებლოს აპით, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმიანობას, ფინანსურ ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვას.

ბიზნეს აპი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად განახლებადია, ახალი ფუნციონალები კი იმისთვის იქმნება, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს ბიზნესს საქმიანობა.

ასეთია SWIFT გადარიცხვები, მისი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადარიცხონ თანხა ნებისმიერ ვალუტაში სხვა ქართულ და უცხოურ ბანკებში.

ბიზნეს აპი ავტომატურ გადარიცხვებსაც გთავაზობთ - მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს გადარიცხვის გრაფიკი (კონკრეტული თარიღები და პერიოდულობა) და მითითებულ დღეებში აპლიკაცია ავტომატურად გადარიცხავს თანხას შესაბამის ანგარიშზე.

შეგიძლიათ გააკეთოთ გადარიცხვების შაბლონები და გაასანდოოთ მოწყობილობა, რის შემდეგაც თანხის გადარიცხვას დამატებითი Digipass ავტორიზაციის გარეშე შეძლებთ.

ბიზნეს აპი საბიუჯეტო გადარიცხვების შაბლონებსაც გთავაზობთ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საბიუჯეტო გადასახადების გადახდის პროცესს, რადგან მომხმარებელს აღარ მოუწევს ყოველ ჯერზე თავიდან შეიყვანოს სახაზინო კოდი.

ამას გარდა, ბიზნეს აპის მეშვეობით უკვე შესაძლებელია კომუნალური გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა, ასევე მობილური ბალანსის შევსება.

ბიზნეს აპის ჩამოწერა აქ შეგიძლიათ: https://bit.ly/tbc-business-app

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი