''სილიკონ ველის'' წამყვანი ინვესტორების ტრენინგზე დასასწრებად, სტარტაპების რეგისტრაცია იწყება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისის მერიის, ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი "სპარკისა" და Start Up Grind Tbilisi-ის ინიციატივით, 12-13 ნოემბერს, თბილისს "სილიკონ ველის" ტოპ ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები ესტუმრებიან: Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი - ჯონათან თაუერი (Jonathan Tower), მის გუნდს 220 $ მილიონზე მეტი აქვს ინვესტირებული 50 მდე კომპანიაში, რომლებიც ძირითადად სპეციალიზდებიან Ecommerce, marketplaces, Software services და AI/data science და robotics-ში. მოცემული ინვესტიციების შედეგად 7 მილიარდ დოლარიანი სტარტაპ Exit-ები განხორციელდა, ისეთი კომპანიების როგორიც არის: Jet.com ( IPO $3.5 Billion), Dollar Shave Club (IPO $1 Billion) და სხვ. საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის Game Groove Capital-ის მმართველი საბჭოს წევრი - მარვინ ლიაო (Marvin Liao), იგი მანამდე იყო 500 სტარტაპის პარტნიორი და სან ფრანცისკოს აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც 400-ზე მეტ სტარტაპში აქვს ჩადებული ინვესტიცია 6 წლის განმავლობაში. ამჟამად იგი წარმოადგენს რამდენიმე VC ფონდს, ინტერნეტ სარეკლამო და სარეკლამო ტექნოლოგიების კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით; US Market Access Center-ის დამფუძნებელი - კრის ბერი (Chris Burry), 10 წელია მუშაობს დამფუძნებლებთან 42-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებმაც $2 მილიარდზე მეტი ვენჩურული ინვესტიცია მოიზიდეს.
ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება ტრენინგი - "როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად" (Getting Ready to Venture Capital), რომელსაც ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო და კრის ბერი ჩაატარებენ, ისინი ქართულ სტარტაპებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ. ასევე, ისაუბრებენ ე.წ. "ანგელოზ ინვესტორებსა" და ვენჩერული ფონდების განსხვავებაზე. ტრენინგის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან სპიკერებს.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს, რაც ვენჩურული ფონდების შემოსვლის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, ქართული სტარტაპების შესაბამის მომზადებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგი თბილისის მერიის, ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი "სპარკისა" და Start Up Grind Tbilisi-ის ორგანიზებით და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება.
ტრენინგზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, 12 ნოემბრის 18:00 საათამდე, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/B896eCnu5ZtqxTiK8.