Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Singular-მა, MiGEA 2024-ზე "წლის საუკეთესო სათამაშო ონლაინფსონების პლატფორმის" სტატუსი მოიპოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

iGaming პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო პროვაიდერმა და Flutter Entertainment-ის ბრენდმა - Singular, მალტის Gaming Excellence Awards (MiGEA)-ის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო სათამაშო ონლაინფსონების პლატფორმის" ტიტული მოიპოვა. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აჯილდოებს კომპანიებსა და ინდივიდებს iGaming ინდუსტრიის ზრდასა და ინოვაციებში მუდმივი წვლილის შეტანისთვის.

ეს მეორე ჯილდოა, რომელიც Singular-მა MiGEA-სგან მიიღო, რადგან კომპანიამ 2022 წლის ცერემონიაზე "წლის საუკეთესო iGaming ტექნოლოგიისა & მედია პროვაიდერის" ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოს გარდა, 2024 წელს, Singular-ი ასევე ნომინირებული იყო ორ სხვა კატეგორიაში: "წლის საუკეთესო სათამაშო ტექნოლოგიების პროვაიდერი" და "წლის საუკეთესო ომნი-არხის პროვაიდერი".

"ჩვენთვის დიდი პატივია MiGEA-ს ბოლო ცერემონიაზე ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის შრომისმოყვარეობის დასტურია და ამასთანავე, დიდ მოტივაცია იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს iGaming პლატფორმებში და ბრენდებს, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, მივცეთ მუდმივი კონკურენტული უპირატესობა, - ამბობს ფილ გარნერი, Singular-ის მმართველი დირექტორი. "ჩვენ ყველანი ვამაყობთ ამ აღიარებით და მოუთმენლად ველით Singular-ისა და Flutter Entertainment-ის კიდევ უფრო დიდ წარმატებას".

როგორც Flutter-ის ტექნოლოგიების პროვაიდერი, Singular-ი ასევე არის Flutter Edge-ის ნაწილი -ჯგუფის გამორჩეული, გლობალური კონკურენტული უპირატესობა ტალანტების, ტექნოლოგიებისა და პროდუქტის წყალობით. იყო Flutter Edge-ის ნაწილი, ნიშნავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გუნდებში, ბრენდებსა და დანაყოფებშიც კი და საშუალებას აძლევს Flutter-ის ბრენდებს, შეინარჩუნონ პოზიციები ინდუსტრიის მოწინავე პლატფორმაზე.

Flutter Entertainment plc-ის შესახებ

Flutter-ი არის მსოფლიოში ლიდერი ონლაინ სპორტული ფსონებისა და iGaming ოპერატორი, რომელსაც აქვს წამყვანი პოზიციები მსოფლიოს ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში. ჩვენი ამბიციაა, გამოვიყენოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მასშტაბები და კონკურენტუნარიანი აზროვნება ინდუსტრიის უკეთესობისკენ შესაცვლელად. თამაშის შეცვლით გვჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ გრძელვადიანი ზრდა და ხელი შევუწყოთ პოზიტიურ, მდგრად მომავალს ჩვენი ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ამის მიღწევა შეგვიძლია Flutter Edge-ის გამორჩეული, გლობალური კონკურენტული უპირატესობებით, ასევე აშკარაა მდგრადობის მკაფიო ხედვა ჩვენი პოზიტიური გავლენის გეგმის მეშვეობით.

Flutter-ი მართავს წამყვანი ონლაინ სპორტული ფსონების და iGaming ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს, მათ შორისაა FanDuel-ი, Sky Betting & Gaming-ი, Sportsbet-ი, PokerStars-ი, Paddy Power-ი, Sisal-ი, Tombola, Betfair-ი, MaxBet-ი, Junglee Games-ი და Adjarabet-ი. ჩვენ ვართ ინდუსტრიის ლიდერები 12,32 მილიონი AMP-ით და 9,51 მილიარდი ფუნტი შემოსავლით გლობალურად ფისკალური 2023 წლისთვის, 25%-ით მეტი წლიური პერიოდისთვის, და 13,58 მილიონი AMP-ით და 2,67 მილიარდი ფუნტის შემოსავლით კვარტალისთვის, რომელიც დასრულდა 2023 წლის 31 დეკემბერს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების