სითითონი: Rethink Urban Space - 30 000 ლარიანი საპრიზო ფონდით იწყება!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზესტაფონი და სამტრედია - ორი პოსტ-ინდუსტრიული ქალაქია, სადაც ისტორია, თანამედროვე გამოწვევები და პოტენციალი ერთიანდება - წელს პირველად მასპინძლობენ ინოვაციურ ღონისძიებას - Citython: Rethink Urban Space.

სითითონის მიზანია, თემის წევრების, სფეროს ექსპერტებისა და ახალგაზრდების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას ახალი ხედვა და გადაწყვეტილებები ურბანული განვითარებისთვის.

რეგიონებში ურბანული სივრცეების თანამედროვე განვითარება კრიტიკულად აუცილებელია როგორც ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, სითითონი ქმნის პლატფორმას, სადაც ადგილობრივ გამოწვევებზე პასუხები რეალური იდეებით იქმნება.

პროექტში შეუძლიათ ჩაერთონ სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანისტებს, ინჟინრებს,ტექნოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესისა და მარკეტინგის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს 16 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ გუნდებს, რომელთა შემადგენლობაც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროსა, თუ პოფესიის ადამიანებისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 5 წევრისგან.

სითითონში მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, იმუშაოთ რეალურ ურბანულ პრობლემებზე სფეროს მენტორებთან ერთად და მიიღოთ 10 000 ლარიანი პრიზის მოგების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ლოკაციაზე გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან პრიზს, ხოლო მთელი პროექტის რჩეული გუნდი დამატებით 10 000 ლარს.

პროექტზე რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე 13 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. ზესტაფონისა და სამტრედიის გამოწვევაზე მომუშავე გუნდები კი პროექტზე მუშაობას 16 ივლისს შეუდგებიან.

პროექტს Citython: Rethink Urban Space-ს ახორციელებს კომპანია "ქლევერტონი", GIZ-ის პროექტ CESL-ის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ.

ინდუსტრიული ტრენდები

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში

"კაზა სოლე" – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელმაც საკუთარი ხედვა მსოფლიო არქიტექტურულ სცენაზე წარმოადგინა

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე