Škoda-ს ოფიციალური შოურუმი ახალ მისამართზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Škoda-ს ოფიციალურმა შოურუმმა საქართველოში ლოკაცია შეიცვალა და მომხმარებლებს ახალ მისამართზე - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N117-ში მოემსახურება. განახლებული სივრცის ოფიციალური გახსნა 23 ოქტომბერს გაიმართა და ბრენდისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გახდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, Škoda-ს საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი, ასევე ბრენდის ერთგული მომხმარებლები და მოწვეული სტუმრები.
ახალი შოურუმი მომხმარებლებს კიდევ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს სთავაზობს. განახლებული სივრცე და გაუმჯობესებული სერვისინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო დახვეწას და ბრენდთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი შოურუმი, გაეცნენ Škoda-ს მოდელების მრავალფეროვან არჩევანს და ბრენდის თანამედროვე დიზაინერულ და ტექნოლოგიურ მიდგომებს. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაცნობოდნენ სივრცის განახლებულ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას, თანამედროვე სტანდარტებსა და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ გარემოს.
ახალი შოურუმის გახსნა Škoda-ს საქართველოში განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბრენდი განაგრძობს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის ავტომობილების, თანამედროვე სერვისისა და გამორჩეული გამოცდილების შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მომხმარებლებთან გრძელვადიან ურთიერთობას.
Škoda გელოდებათ ახალ მისამართზე - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N117, სადაც დაგხვდებათ განახლებული სივრცე, ბრენდის უახლესი მოდელები და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.
