Get All Access for $5/mo

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით მეიჯერელ საქართველომ ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეიჯერელ საქართველო

მეიჯერელ საქართველო უკვე რამდენიმე წელია ქართულ-გერმანულ ცენტრთან თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში, ქუთაისში, წელს უკვე მესამედ, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, 81 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასკოლო ნივთებს გადავცემთ.

"ჩვენი კომპანიისათვის განათლება და უწყვეტი განვითარება ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალასა და რესურსებს არასოდეს ვიშურებთ. მეიჯერელ საქართველოს გუნდის წევრები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ განათლების ხელმისაწვდომობას, ამ კუთხით დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიებსა და აქტივობებს; როგორც წესი, რეგიონებში ასეთი ღონისძიებების საჭიროება განსაკუთრებით მწვავეა. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ წინსვლაზე, განათლება კი, წარმატების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტია." — განაცხადა მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა, ალექსანდერ მირონენკომ.

ქართულ-გერმანული ცენტრი უკვე 25 წელზე მეტია არსებობს და მთავარ მისიად საქართველოში გერმანული ენის, კულტურის პოპულარიზაციას, ერების დაახლოებასა და მათ შორის კულტურულ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ისახავს. საქმიანობის ფარგლებში, ცენტრი მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებს.

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაზრდას ქართველ ახალგაზრდებში და, ამავდროულად, მიღებული ცოდნის შემდგომი პრაქტიკული გამოყენების გზები მათთან ერთად ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია "მეიჯერელ საქართველოსთან" — ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი არაერთი კურსდამთავრებული დღეისათვის მეიჯერელის წარმატებული გუნდის წევრია." აცხადებს ნანა მეგრელიშვილი — ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელი.

მეიჯერელ საქართველო ამ დროისათვის 2600-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, საქართველოს 3 ქალაქის 5 ოფისიდან 8 საერთაშორისო ბრენდს ემსახურება და ისეთ ინდუსტრიებს აერთიანებს, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები და ა.შ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი