"სმარტ ჰელზი" - ჯანმრთელობა, რომელსაც თავად აკონტროლებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "სმარტ ჰელზის" მთავარი მისია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის ხელშეწყობაა.

"ჩვენი მიზანია ჯანმრთელობის სადიაგნოსტიკო თვითტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი მოხმარების გამარტივება. ჩვენ ადამიანებს დროისა და რესურსების დაზოგვაში ვეხმარებით, რაც მათ საკუთარი ჯანმრთელობის დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობას აძლევს", - თამთა თავართქილაძე, "სმარტ ჰელზის" აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც თამთა გვიამბობს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, გარდაცვალების შემთხვევათა 70%-ზე მეტი გამოწვეულია ქრონიკული დაავადებებით, რომელთა პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა შესაძლებელია.

"ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს თვითტესტებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, მარტივად და სწრაფად დაადგინონ ჯანმრთელობის ინდიკატორები, მაგალითად: D ვიტამინის დეფიციტი, რკინის დეფიციტი, ჰელიკობაქტერია პილორი, საშარდე გზების ინფექციები და სხვა. ასევე, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი) და PSA (პროსტატასთან დაკავშირებული სპეციფიკური ანტიგენი) ტესტსისტემებზე მუშაობაც".

თამთა გვიყვება, რომ "სმარტ ჰელზის" იდეა სამედიცინო პროექტებზე მუშაობის პროცესში გაჩნდა.

"რაღაც მომენტში გავაცნობიერეთ, რომ ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დროული და მარტივი დიაგნოსტიკაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბაზარზე შემოგვეტანა უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის კონტროლის ახალ გამოცდილებას შესთავაზებდა".

თამთა მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყება მოითხოვს როგორც გაბედულობასა და სიმამაცეს, ასევე გამოცდილებას. ეს მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

"ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანის დარწმუნებაა, რომ დროული დიაგნოსტიკით არა მხოლოდ სიცოცხლეს იხანგრძლივებს, არამედ მის ხარისხსაც აუმჯობესებს. ჩვენი მთავარი მისიაა, ხელი შევუწყოთ ადამიანებს ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების შექმნაში".

"სმარტ ჰელზის" მიზანია, მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი თვითტესტების ასორტიმენტი შესთავაზოს, მიწოდების გზები და ციფრული სერვისები გააუმჯობესოს.

"ექიმებთან კოორდინაციით ვასწავლით ჩატბოტს, რომელიც მომხმარებლებს დროულ და მარტივ დახმარებას გაუწევს თვითტესტების შერჩევისა და გამოყენების პროცესში. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, უკეთ გავიგოთ მომხმარებლების საჭიროებები და დავგეგმოთ მომავალი ნაბიჯები, მათ შორის პერსონალიზებული რეკომენდაციები".

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია