You can be on Entrepreneur’s cover!

სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა ბათუმში 13-14 ოქტომბერს გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა" უამინდობის გამო ერთი დღით გვიან, 13-14 ოქტომბერს გაიმართება. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდება.

ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალება მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იქნებიან წარმოდგენილები.

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად ბენდები „არა", „SVANSIKH" და „SEASIDE" იზრუნებენ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა" 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

13 ოქტომბერი

16:00 – 16:50 - ვოკალური ანსამბლი „ფესვები"

16:50 – 17:50 - ვოკალური ანსამბლი „ელესა" და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი"

17:50 – 18:30 - აჭარული კერძების პრეზენტაცია-მასტერკლასი - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპეკტაკლი „წითელქუდა"

18:30 – 19:10 - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქობულეთი"

19:10 – 19:30 - სახალისო ინტერაქტიული ჯგუფური შეჯიბრება

19:30 – 21:00 - ბენდი „არა"

21:00 – 22:30 - ბენდი „Svansikh"

14 ოქტომბერი

14:00 – 14:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა"

14:30 – 15:30 - ვოკალური ანსამბლი „ჭვანა"

15:30 – 16:30 - ლაზური ვოკალური ანსამბლი „ათძალი" და ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა"

16:30 – 17:00 - ყურძნის დაწურვა საწნახელში

17:00 – 18:00 - სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი"

18:00 – 19:30 - ბენდი „Seaside"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან