Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

27 სექტემბერს, ბიოლის ტერიტორიაზე, Solar Auto-მ ახალი ავტომობილი – - BYD Shark წარადგინა. კომპანიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული მოდელი საქართველოში პირველი BYD Shark-ის დამუხტვადი ჰიბრიდია, რომელიც პრემიუმ კომფორტსა და off-road შესაძლებლობებს აერთიანებს.
BYD Shark-ს ოთხივე წამყვანი თვალი აქვს და off-road გზებისთვის ინტელექტუალური რეჟიმებით არის აღჭურვილი, მათ შორის ტალახის, ქვიშის, თოვლისა და მთის რეჟიმებით. ავტომობილის კლირენსი 23 სანტიმეტრია, ხოლო წყლის დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობა 70 სანტიმეტრს აღწევს.
მოდელი ინოვაციურ DMO ჰიბრიდულ პლატფორმაზეა აგებული, რომელშიც ჰიბრიდული სისტემა ძარაშია ინტეგრირებული. ავტომობილი აღჭურვილია 1,.5-ლიტრიანი ტურბო შიგაწვის ძრავითა და ორი ელექტროძრავით. მისი ჯამური სიმძლავრე 610 ცხენის ძალაა, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 5,.7 წამს ანდომებს.
BYD Shark-ს 840 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში კი – - 100 კილომეტრის. ავტომობილის ტვირთამწეობა 790 კილოგრამია, გაწევის შესაძლებლობა კი 2,.5 ტონას შეადგენს.
მოდელის ერთ-ერთი ფუნქციაა V2L ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილს ელექტროენერგიის წყაროდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. 220V-იანი როზეტების საშუალებით მომხმარებელს ბუნებაში ყოფნისას სხვადასხვა ტექნიკის ჩართვაც შეუძლია.
პრემიუმ კომფორტი და off-road შესაძლებლობები
BYD Shark-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი პრემიუმ ინტერიერი და რბილი სიარულია. ავტომობილი აღჭურვილია ჰედ-აპ დისპლეით, მულტიმედია საჭით, 15,.6-ინჩიანი სენსორული მონიტორით, 360-გრადუსიანი კამერებითა და გათბობა-გაგრილების ფუნქციის მქონე სავარძლებით.
პრეზენტაციის ფორმატიც სწორედ ავტომობილის ორ განსხვავებულ მხარეს – - პრემიუმ კომფორტსა და off-road შესაძლებლობებს – - დაეფუძნა. ღონისძიებისთვის ბიოლის ტერიტორიაზე ორი განსხვავებული სივრცე მოეწყო: კემპინგ/ჰაიკინგ და პრემიუმ ლაუნჯ სივრცეები.

კომპანიის განმარტებით, კემპინგ/ჰაიკინგ სივრცე ავტომობილის უგზოობის შესაძლებლობებსა და ექსტრემალურ ხასიათს უსვამდა ხაზს, პრემიუმ ლაუნჯ სივრცე კი მის ტექნოლოგიებსა და ინტერიერის კომფორტს წარმოაჩენდა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი ადგილზე დაეთვალიერებინათ და მის ტესტ დრაივზე ჩაწერილიყვნენ. მათ ასევე სხვა ავტომობილების გამოცდის შესაძლებლობა ჰქონდათ.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ნეთვორქინგიც, რომელიც პარტნიორებსათან და მომხმარებლებთან კომუნიკაციას, ასევე ბრენდისა და ელექტრომობილების შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა.
წინასწარი შეკვეთები დაწყებულია
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ BYD Shark-ის გამოცდა მომხმარებლებს Solar Auto-ს შოურუმში შეეძლებათ. კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილის წინასწარი შეკვეთები პრეზენტაციის დღიდან დაიწყო.
Solar Auto-ში BYD Shark-ის მიმართ მაღალ მოლოდინებს უკავშირებენ და მოდელის მთავარ უპირატესობებად კონკურენტულ ფასს, ხარისხსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ასახელებენ.

