Get All Access for $5/mo

სოლიდარობა და მხარდაჭერა სწორედ ისაა, რისი გაზიარებაც ნამდვილად შეგვიძლია #შეინარჩუნე #მასპინძლობისსფერო #დარჩისახლში #Helpgeorgianhospitality

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლევან ქოქიაშვილი

სოლიდარობა და მხარდაჭერა სწორედ ისაა, რისი გაზიარებაც ამ განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ნამდვილად შეგვიძლია ერთმანეთისთვის. Covid-19-მა მოიცვა ჩვენი საქმიანობა, ყოველიდღიური რუტინა და ცხოვრების წესი. შეგვახსენა, რომ ყურადღება მივაქციოთ იმ საკითხებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია.

ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვუსმენთ შეფებს, ჰოტელიერებსა და რესტორატორებს, რომლებიც გვიყვებიან ისტორიებს თავიანთი გაჭირვების შესახებ. თითოეულ ადამიანთან საუბრის შემდეგ, უფრო გამბედავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს: კრიზისის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გასტრონომიული კავშირების ძალა იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხვებს. მასპინძლობის სფერო განადგურდა, რესტორნები დაიკეტა. კვების დაწესებულებებს სიცოცხლის უნარი აღარ გააჩნია და ქვეყნის გასტრონომიის ჩვეული რიტმიც დროებით შეჩერებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, სწორედ ახლა უნდა დავანახოთ ყველას, რეალურად რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს გასტრონომიული ინდუსტრია.

"შეინარჩუნე მასპინძლობის სფერო" ძალისხმევას არ დაიშურებს და გამოიყენებს საკუთარ კავშირებსა თუ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს მოკავშირეთა არაჩვეულებრივ ინიციატივას, რასაც, საბედნიეროდ, დედამიწის ყველა კუთხეში ვაწყდებით. მოგიწოდებთ დახმარებას და საკუთარი წვლილის შეტანას ამ პროცესის მართვაში.

მასპინძლობის სექტორთან ჩვენ დღეს ვაწარმოებთ დიალოგს "შეინარჩუნე მასპინძლობის სფერო"-ს მეშვეობით. ეს პლატფორმა იმისათვის შეიქმნა, რომ თავი მოუყაროს საკვანძო ინფორმაციას ლოკალური ინიციატივების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ფეისბუქის ეს ჯგუფი ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია ინდუსტრიის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, რადგან ახლა ამის გარდაუვალი და მყისიერი საჭიროება გვიდგას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ გასტრონომიის მოყვარულ ფართო საზოგადოებას, რომ რამდენადაც შეგიძლიათ, დაეხმაროთ მასპინძლობის სფეროს. ასეთ დროს აუცილებელია არ დავნაწევრდეთ და გავერთიანდეთ, როგორც საზოგადოება. ჩვენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით გიწვდით დახმარების ხელს − იქნება ეს სოციალურ მედიაში, email-ის სახით, ტელეფონზე თუ ჩვენი გამოკითხვის წყალობით, მუდამ ხაზზე ვართ, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, ერთად წარვმართოთ დიალოგი. ვიდრე დისტანციურად ან თვითიზოლაციის პირობებში ვმუშაობთ, მასპინძლობის სფერო პოზიტივს ინარჩუნებს. არ ვიცით, როდის აღვადგენთ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, მაგრამ გვჯერა, რომ ამ გამოწვევას აუცილებლად გადავლახავთ და უფრო მეტად შევეცდებით, მთელ საქართველოში დავაკავშიროთ და გავაერთიანოთ მასპინძლობის სფერო, მომხმარებლები და მომსახურე პერსონალი.

ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ საზოგადოება, დავეხმაროთ ერთმანეთს და მოვემზადოთ იმისათვის, რომ სიტუაცია მალე დალაგდება და სწრაფი განვითარება და წინსვლა გახდება საჭირო.

"შეინარჩუნე მასპინძლობის სფერო" გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში!

#შეინარჩუნე #მასპინძლობისსფერო #დარჩისახლში #Helpgeorgianhospitality

ლევან ქოქიაშვილი

რესტორატორი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე