Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს 1 ივლისს აღინიშნა. SOLO კი ტრადიციულად, უკვე მე-6 წელია ღონისძიების მხარდაჭერი იყო.
საქართველოში სხვა საზღვაო ქალაქების მსგავსად, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2011 წლიდან დაიწყო. აქედან მოყოლებული, ბათუმში საზეიმო ცერემონია შემეცნებით-კულტურული პროგრამებითა და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
წელს SOLO-მ გადაწყვიტა ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გაეხადა მეზღვაურებისთვის და ბათუმის SOLO ლაუნჯის ვიტრინები ტრიკოლორთან ერთად ზღვის თემატიკით გააფორმა.
"ბათუმის ახალი ვიტრინა მეზღვაურის დღეს მიეძღვნა. დიზაინში ზღვის თემატიკის ელემენტები გვაქვს გამოყენებული: ტალღები, გემები, თოლიები და მზის ჩასვლა — ყველაფერი, რაც ზღვას მოგვაგონებს პალიტრა შედგება ბუნებრივი ფერებისგან: ლურჯის სხვადასხვა ტონალობა, თეთრი, ასევე თბილი "მზის" და "მზის ჩასვლის" ფერები. სხვადასხვა მასალის კომბინაციით მივაღწიეთ მოცულობისა და მოძრაობის ეფექტს. ისე, თითქოს ზღვა ნამდვილად ცოცხლდება ვიტრინაში"-, ამბობს ნინო კალანდაძე, ტრიკოლორის კრეატიული დირექტორი.
"SOLO უკვე წელია, მეზღვაურთა დღის მხარდამჭერია და ჩვენი ორგანიზებით ეს დღე ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. უკვე 6 წელია გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ეს დღე განსაკუთრებული გავხადოთ მეზღვაურებისთვის",- ამბობს ლიზა ქისტაური, SOLO-ს ბრენს მენეჯერი.