Space Hack - ჰაკათონი კოსმოსური ინოვაციების აღმოსაჩენად გლობალური მეწარმეობის კვირეული გრძელდება!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში მორიგი საინტერესო აქტივობა შედგება!
Space Hack ეს არის ორ დღიანი ჰაკათონი, რომელიც 22 ნოემბერს გაიხსნება. მისი ძირითადი თემებია კოსმოსისა და ტურიზმის ინოვაციები. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ იდეების კონცეფციისა შექმნასა და ვიზუალიზაციაზე მენტორებთან ერთად, სამუშაო პროცესის ბოლოს კი შედეგს ჟიურის წინაშე წარადგენენ.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ:
- დიზაინერებს
- პროგრამისტებს
- ბიზნეს განვითარების სპეციალისტებს
- მარკეტოლოგებს
- ასტრონავტებს
- ასტროფიზიკოსებს
- კოსმოსური ინოვაციებით დაინტერესებულ პირებს
სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/32zgnYD
ჯილდო
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ავტომატურად გახდება 24-25 აპრილს დაგეგმილი საერთაშორისო ჰაკათონის, Actinspace-ის ფინალისტი. Actinspace -ის გამარჯვებული გუნდი 17-20 ივნისს მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, ტულუზაში გამართულ საერთაშორისო ჰაკათონზე.
ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს მენტორობას გაუწევენ GEN Space -ის დამფუძნებელი ამერიკელი მენტორები.
ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდებს კონცეფციის პოპულარიზაციაში დაეხმარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მერიის ტურიზმის დეპარტამენტი.
სფეის ჰაკი ხორციელდება GEN Georgia -ს და ბიზნეს აქსელერატორი სპარკის თანაორგანიზებით. ჰაკათონის მხარდამჭერია თბილისის ღია უნივერსიტეტი. პროექტის გენერალური მედია პარტნიორია Entrepreneur.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით.