Get All Access for $5/mo

"სპარკი" სტარტაპ გრაინდთან თანამშრომლობით სილიკონ ველის ინფლუენსერ ინვესტორს მარვინ ლიაოს უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით 30 ივნისს თბილისს სილიკონ ველის ინფლუენსერი ინვესტორი და მენტორი მარვინ ლიაო (Marvin Liao ) ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში მარვინი ტრენინგს "Going to US market with Marvin Liao", ჩაუტარებს ციფრულ ტექნოლოგიებში მოღვაწე კომპანიებს და სტარტაპებს, გაუზიარებს მათ გამოცდილებას და ინდივიდუალურ დონეზე მისცემს რჩევებს ამერიკის ბაზარზე გასვლის სპეციფიკასა და სტრატეგიებზე, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაზე.

მარვინი ინვესტორი, ქოუჩი და რამდენიმე სტარტაპის მრჩეველია. იგი საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის "Game Groove Capital"-ის პარტნიორი და მმართველი საბჭოს წევრია. მანამდე იყო 500 სტარტაპის პარტნიორი და სან ფრანცისკოს აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც, 6 წლის განმავლობაში, 414 ზე მეტ სტარტაპში აქვს ჩადებული ინვესტიცია.

მარვინი 10,5 წლის განმავლობაში მუშაობდა Yahoo! -ში აზია, ევროპა, ლათინური ამერიკასა და აშშ-ს ოპერაციათა აღმასრულებლად.

ტრენინგის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესის საერთაშორისო წარმატების ხელშეწყობა და შესაბამისად, ქართული ბიზნესის გლობალურ დონეზე განვითარება. ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენა და საერთაშორისო დონეზე ბიზნეს კავშირების გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ვორკშოპი ინგლისურ ენაზე გაიმართება, დასწრების მსურველ კომპანიებს კი რეგისტრაციის გავლა 27 ივნისამდე შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://forms.gle/E9PwA8rSaqgS66vK7

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს