Get All Access for $5/mo

სპარკის პრე-აქსელერაციის დემო დღეზე გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის მერიისა და ევროკავშირი საქართველოსთვის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პრე-აქსელერაციის 2 თვიანი პროგრამა, რომელიც ტრენინგებს, მენტორშიპს და სხვადასხვა სახის ქომიუნითი შეხვედრებს მოიცავდა, 2 ივლისს სასტუმრო სტამბაში დემო დღით დასრულდა. პროექტის მონაწილეები სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.

დემო დღეზე 11-მა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პრეზენტაციები წარადგინა ჟიურის, დამსწრე პოტენციური ინვესტორების და დაინტერესებული დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, სპარკის სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული გუნდები გახდნენ: Sprenty • სფრენთი - პლატფორმა კერძო სპორტული მოედნების და ინვენტარის დასაქირავებლად , wowchy • ვაუჩი - რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბრენდების სასაჩუქრე ვაუჩერებს ერთ საიტზე, და LYNX - ონლაინ პლატფორმა, რომელიც SME ბიზნესებს გაუმარტივებს სესხის აღების პროცედურებს. გამარჯვებული სტარტაპები 10 000 ₾-მდე ინვესტიციას მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და შესაბამისი აქტივობების განსახორციელებლად, პროდუქტის მომხმარებელზე მორგებასა და სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო სერვისებში მიიღებენ.

"პრე აქსელერაციის პროგრამაში გავიმარჯვეეეეთ და მივიღებთ 10 000 ლარამდე დაფინანსებას! დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილე სტარტაპებს საინტერესო პროგრამისთვის." - განაცხადა დემო დღის დასრულებისას სფრენთის თანადამფუძნებელმა ლევან ქევხიშვილმა.

დემო დღეზე პროგრამის პარტნიორებმაც გადასცეს საინტერესო პრიზები თავიანთ რჩეულ გუნდებს, მათ შორის Founder Institute Georgia -მ თავიანთ რჩეულ სტარტაპს შემოდგომაზე დაგეგმილ ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა გადასცა საჩუქრად. პროექტის პარტნიორმა Globalize, მათ რჩეულ Wowchy-ს საჩუქრად გადასცა ერთ წლიანი წევრობა, რაც სტარტაპს საერთაშორისო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის.

ბიზნეს პარტნიორმა კი პრე-აქსელერაციის მონაწილე ყველა სტარტაპს ერთ წლიანი მედია მხარდაჭერის პაკეტი აჩუქა.

შეგახსენებთ რომ პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ლიბერთი ბანკი, Globalize, Startup Buro, Founder Institute Georgia, Axel.

თბილისის მერია და ევროკავშირი საქართველოსთვის სტარტაპების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას სხვადასხვა სახის პროგრამებით მომავალშიც განაგრძობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან