სპინინგი – რატომ არის ეს ვარჯიში იდეალური კარდიოს მოყვარულთათვის?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სპინინგი მაღალი ინტენსივობის კარდიო ვარჯიშია, რომელიც სპეციალურ სტაციონარულ ველო-ტრენაჟორზე სრულდება. სესიის განმავლობაში ერთმანეთს მაღალი და დაბალი ინტენსივობის მონაკვეთები ენაცვლება, რაც ორგანიზმს ენერგიის ეფექტიანად დახარჯვაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, სპინინგი განსაკუთრებით პოპულარულია იმ მოვარჯიშეებში, რომლებსაც წონის კორექცია, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება და, ამასთანავე, დროის აქტიურად გატარება სურს.
სპინინგი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფურ ფიტნესაქტივობად იქცა. ეს, ძირითადად, მისი მრავალმხრივი სარგებლისა და ხელმისაწვდომობის დამსახურებაა. ვარჯიშის ადაპტირება შესაძლებელია სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური მომზადების დონის ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ჯგუფური ფორმატი, მუსიკალური გაფორმება და ინსტრუქტორის მამოტივირებელი შეძახილები, ვარჯიშს უფრო დინამიკურ და სახალისო პროცესად აქცევს.
რაც შეეხება სპინინგის სარგებელს, კალორიების ხარჯვასთან ერთად, ის ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციის გაუმჯობესებას, ასევე, ნივთიერებათა ცვლას, ზრდის ფიზიკურ გამძლეობას, აძლიერებს ქვედა კიდურების კუნთებს, მოვარჯიშეს ეხმარება სტრესის შემცირებასა და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
სპინინგის ვარჯიში ყოველთვის გახურებით იწყება, რაც სხეულს უფრო ძლიერი დატვირთვისთვის ამზადებს. ძირითადი ნაწილი მოიცავს განსხვავებული რიტმული მონაკვეთების მონაცვლეობას, ხოლო დასასრულს დიდი ყურადღება ექცევა "გაგრილების" ეტაპსაც.
სპინინგის ჯგუფური სესიები თბილისის რამდენიმე ფიტნესდარბაზში ტარდება, თუმცა თუ განსაკუთრებულად კომფორტული და მეგობრული გარემო გსურთ, მაშინ "რეფორმას" უნდა ეწვიოთ. აქ სპინინგის გაკვეთილებს პროფესიონალი ინსტრუქტორები უძღვებიან, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით არეგულირებენ დატვირთვის ინტენსივობას. ამის წყალობით, ვარჯიში კომფორტული და უსაფრთხოა როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ რეფორმაში დაგხვდებათ სხვა მრავალფეროვანი ჯგუფური გაკვეთილებიც, რომელთა სრული ჩამონათვალის სანახავადაც უნდა ეწვიოთ ვებგვერდს ფიტნეს კლუბი Myreform.ge (რეფორმა).
აღსანიშნავია, რომ "რეფორმაში" ჯგუფურ გაკვეთილებზე დასწრების გარდა, შეძლებთ ისარგებლოთ საერთო დარბაზითაც, სადაც ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშებისთვის განკუთვნილი სრული ინვენტარი დაგხვდებათ. გარდა ამისა, სპორტდარბაზი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მწვრთნელებით, რომლებთანაც ერთჯერადი კონსულტაციის გავლას უფასოდ შეძლებთ. ასე გაგიმარტივდებათ პირველადი სავარჯიშო გეგმის შედგენა და გაეცნობით ვარჯიშების სწორად შესრულების პრინციპებსაც.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "რეფორმას" დარბაზები განთავსებულია თბილისის რამდენიმე დიდ უბანში - გლდანში, ორთაჭალაში, საბურთალოსა და დიდუბეში. ამგვარად, შეძლებთ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ლოკაცია.
მაშ ასე, შეუდექით აქტიურ ცხოვრებას "რეფორმასთან" ერთად და აღმოაჩინეთ აქტივობები, რომლებიც სასურველი მიზნის მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ!