Get All Access for $5/mo

Sports Media Holding-ი (SMH) გლობალური IGaming ორგანიზაციის SBC Gaming-ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Sports Media Holding

Sports Media Holding (SMH) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული IGaming ორგანიზაციის, SBC Gaming-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.

თავად SBC Gaming- გახლავთ ბრიტანეთში დაფუძნებული გლობალური ორგანიზაცია, რომელიც IGaming ინდუსტრიაში უმაღლესი რეპუტაციით სარგებლობს. ყოველივე ამას მოწმობს მისი ეგიდით ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ყველა კონტინეტზე აღნიშნულ ბიზნეს სექტორში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს.

SBC-ს პორთფელში რამოდენიმე ბიზნეს მიმართულება არის თავმოყრილი: SBC News - წამყვანი B2B ონლაინ გამომცემლობა გეიმინგში, SBC Awards - პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოება, SBC Events - ინდუსტრიის წამყვანი სამიტები და კონფერენციები.

"ჩვენ უკვე წლებია რაც აქტიურად ვთანამშრომლობთ SMH-თან რამოდენიმე მიმართულებით და ჩავთვალეთ რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალ აზიაში იქნება სწორედაც რომ SMH-ი.

შესაბამისად, ვანდობთ მას ჩვენ ბრენდს და შევუქმნით ყველა საჭირო პირობას წარმატებული საქმიანობისთვის."

რასმუს სომიაკი SBC Gaming - ის CEO/Founder

"SBC Gaming-თან მჭიდრო ბიზნეს პარტნიორობა ადასტურებს SMH-ის მაღალ რეპუტაციას და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ რომ შედგა ესეთი მაშტაბური და სტრატეგიული პარტნიორობა SBC Gaming-თან, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ჩვენი კომპანიისთვის SBC CIS-ის (25 ქვეყანა) ბიზნესის წარმატებით განვითარება და მართვა, რაც იქნება საკმაოდ კომპლექსური და ამავდროულად ძალიან საინტერესო.

ლაშა მაჭავარიანი Sports Media Holding (SMH)-ის CEO/Founder

ფოტო: ლაშა მაჭავარიანი და ალესანდრო დელ პიერო

Sports Media Holding (SMH) 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა და წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას iGaming-ისა და სპორტული მედიის დეველოპმენტის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რეგიონში (EE & CIS)

5 წლის მანძილზე კომპანია წარმატებით ურთიერთობს რეგიონის ლიდერ iGaming და სპორტული მედიის კომპანიებთან ბიზნეს სტრატეგიის, ახალ ბაზარზე შესვლის, ბიუჯეტის დაგეგმარება/მართვის, მედია სპონსორშიპების და სხვა მიმართულებით.

მიმდინარე წლის დასაწყისში ხელი მოეწერა მსხვილ M&A პროექტს ქართულ და ირლანდიურ მედია კომპანიებს შორის, რომლის ინიციატორი და მედიატორი Sports Media Holding (SMH) - იყო. Adjarasport - მა ირლანდიური მედია ჰოლდინგის, Setanta Sports - ის ბიზნესის ევრაზიული ნაწილი (13 ქვეყანა) შეიძინა.

"საქართველოს ისტორიაში აღნიშნული ტრანზაქცია იყო პირველი პრეცენდენტი, როცა ადგილობრივმა მედია კომპანიამ საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი შეისყიდა.

ლოგიკური იყო აჭარასპორტის დაინტერესება სეტანტა ევრაზიის შეძენის შესაძლებლობით, გამომდინარე იქიდან რომ აჭარასპორტი რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე ინოვაციური სპორტული ბროდკასტერია.

SMH-ი რჩება აჭარასპორტის ბიზნეს პარტნიორად ყაზახეთში და აფართოებს მასთან ურთიერთობას უზბეკეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

SMH-ი ასევე რჩება Setanta Sports-ის სტრატეგიულ პარტნიორად. ამჟამად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რუსეთის ბაზართან დაკავშირებით. ასევე აქტიურად განიხილება ბრაზილიაც."

ლაშა მაჭავარიანი SMH - ის CEO/Founder

ფოტო: ლაშა მაჭავარიანი და რონი ო'სალივანი

Setanta Sports-ი დაფუძნდა 1990 წელს ირლანდიაში და 30 წლის განმავლობაში მან წარმატებული ბიზნეს საქმიანობა აწარმოა სპორტის ბროდკასტინგის მიმართულებით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მხოლოდ ლათინური ამერიკის გამოკლებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 რამ, რის ცოდნასაც 25 წლის ასაკში ვისურვებდი

P.S.: ყოველთვის შეგიძლია დაიწყო თავიდან...