Get All Access for $5/mo

Spotify თანამშრომლების 17%-ს ათავისუფლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Spotify სამუშაო ძალის 17%-ს ათავისუფლებს, რაც დაახლოებით 1 500 ადამიანს შეადგენს.

მუსიკალურმა სტრიმინგ-გიგანტმა 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში განაცხადა, რომ თანამშრომლების შემცირება არათუ არჩევანი, არამედ აუცილებლობაა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ეკი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, "ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და კაპიტალი გაძვირდა. ამ რეალობისგან გამონაკლისი კი არც Spotify-ია". მისივე თქმით, კომპანიის გუნდს ძალიან ბევრი ჭკვიანი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი დატოვებს, თუმცა Spotify-ის ფინანსური მდგომარეობის დასახულ მიზანსა და არსებულ ოპერაციულ ხარჯებს შორის დიდი განსხვავებაა და სხვა არჩევანი არ აქვთ.

Spotify-ის არ დაუკონკრეტებია, რომელ განყოფილებებსა და გუნდებს შეეხო თანამშრომლების გათავისუფლება, ან რომელ გეოგრაფიულ ადგილებზე მოხდებოდა შემცირება. კომპანიას აქვს ოფისები ევროპაში, ასევე აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ისრაელსა და ინდოეთში.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლების შემდეგ Spotify-ის თანამშრომლები 5 თვის ანაზღაურებას მიიღებენ და ამავდროულად, ამ ვადაში გააგრძელებენ სამედიცინო დაზღვევით სარგებლობას.

მუსიკალურმა სტრიმინგ-გიგანტმა თანამშრომლები წელს უკვე მესამედ შეამცირა. მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ დაახლოებით 600 თანამშრომელი გაათავისუფლა, მოგვიანებით კი დამატებით 200.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ