Sponsored Content

Sprint 04 – რაზე ისაუბრეს ProdAct Community-ის წლის შემაჯამებელ მითაფზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერი ბიზნესს, რომელიც განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული სჭირდება პროდუქტებისა და სერვისების შეძენა სხვა ბიზნესისგან. B2B პროდუქტების მნიშვნელობა ამ მხრივ ეჭვის ქვეშ არ დგას. თუმცა, ჩვენ უკვე ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მათ შორის B2B პროდუქტებზეც. თანამედროვე ბიზნესი მუდმივად უნდა ზრუნავდეს რომ მისი პროდუქტი შეესაბამება ბაზრის დღევანდელ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

სწორედ B2B პროდუქტების მნიშვნელობაზე, მათი შექმნის პროცესზე და საქართველოს ბაზარზე შექმნილ, არაერთი ჯილდოს მქონე B2B პროდუქტების წარმატებულ მაგალითებზე ისაუბრეს ProdAct Community-ის წლის შემაჯამებელ მითაფზე Sprint 04-ზე. ProdAct Community 1 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია ციფრულ სფეროში პროდუქტის შექმნაზე მომუშავე პროფესიონალების გაერთიანება და ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა.

Sprint 04-ზე საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner-მა ცირა ლოლაძემ და Digital Product Owner-მა ანი ქობალიამ ისაუბრეს, ასევე, საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს დამსწრეებს გალფის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა ონიკიძემ და Helio.AI-ის თანადამფუძნებელმა და CEO-მ იაკო ჯიქიამ.

მითაფის ფარგლებში, ანა ქობალიამ ისაუბრა გადახდების მენჯერზე, რომელიც ემსახურება ბიზნესებს და ეხმარება მათ ელექტრონული გადახდების სისტემის ინტეგრაციაში. პლატფორმა იურიდიულ პირებს სთავაზობს გაიარონ ონლაინ ონბორდინგი და მოითხოვონ ელექტრონული ან ფიზიკური POS ტერმინალი გადახდებისთვის. გადახდის მეთოდები კი ძალიან მრავალფეროვანია – ბარათებით, ქულებით, ავტორიზაციით, განვადებით და ნაწილ-ნაწილ გადახდა, ასევე Google Pay-ითა და Apple Pay-ით გადახდა.

ასევე, გადახდების მენჯერით ბიზნესს აქვს საშუალება ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდეს გადახდებს, გადაამოწმოს სტატუსები, დეტალები და განახორციელონ ქმედებები, როგორიცაა თანხის ნაწილობრივ თუ სრულად დაბრუნება, განვადების გაუქმება, რეპოეტების ჩამოტვირთვა და ა.შ.

გადახდების მენეჯერი ბიზნესს გადახდების ანალიზისა და რეპორტინგის საშუალებასაც აძლევს: გადახდის საშუალო ჩეკი, გადახდების ჯამური მოცულობა დროის კონკრეტულ პერიოდში, რომელ გადახდის მეთოდებს რა პროპორციით იყენებენ მათი მომხმარებლები, ვინ არის მათი მომხმარებელი სეგმენტისა თუ ინტერესების მიხედვით, რომელი ბარათებით იხდიან, მათი მომხმარებლების გადანაწილება შემოსავლების მიხედვით და ა.შ.

ბიზნეს ინტერნეტ ბანკზე და მობილბანკზე ისაუბრა საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner-მა ცირა ლოლაძემ. ეს პროდუქტები ბიზნესს საბანკო ოპერაციების სწრაფად და ერთ სივრცეში განხორციელებისა და კონტროლის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სატენდერო გარანტიის გააქტიურება ციფრულად.

მითაფის ფარგლებში ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც. როგორც ანა ქობალია ამბობს BOG-ს არაერთი საინტერესო პროდუქტი აქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში შესთავაზებენ მომხმარებელს.

"ჩვენი მიზანია ყველა ის სერვისი თუ პროდუქტი, რასაც დღეს საქართველოს ბანკი სთავაზობს ბიზნესს, გავხადოთ ხელმისაწვდომი ციფრულ არხში და ამით დავზოგოთ მათი დრო და ძალისხმევა", – ამბობს ანა ქობალია.

ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომელსაც მალე საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს არის ბანკის ბიზნეს სერვისების ნაკრებები, რომლის ერთობლივად გააქტიურებით მომხმარებელი დაზოგავს დროსა და ხარჯებს.

მითაფზე ისაუბრეს ამ პროდუქტების შექმნის პროცესზეც – თუ როგორ ხდება მომხმარებლების საჭიროებების დადგენა, მათგან საჭირო უკუკავშირის მიღება და ამ ყველაფრის გათვალისწინება საბოლოო პროდუქტში.

"როდესაც პროდუქტს ვქმნით ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია მის უკან მდგომი მომხმარებლების გათვალისწინება. ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ ისეთი სერვისი თუ პროდუქტი, რომელიც პასუხობს მათ საჭიროებებს და ეხმარება ბიზნესის განვითარებაში", – ამბოს ანა ქობალია.

მართალია ProdAct Community მხოლოდ 1 წლის წინ შეიქმნა, თუმცა უკვე ჩაატარა არაერთი საინტერესო და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება. ორგანიზაცია მომავალ წელსაც არაერთ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც კვლავ ორიენტირებული იქნება ციფრულ სფეროში პროდუქტის შექმნაზე მომუშავე პროფესიონალების გაერთიანებასა და ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობაზე.