You can be on Entrepreneur’s cover!

სს ''მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის'' დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა 500 000 ლარი ჩარიცხა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას კი 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები საჩუქრად გადასცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგი

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის" დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სახელით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში „StopCov" 500 000 ლარის ოდენობით. ასევე, საჩუქრად გადასცა 1 მლნ ლარის სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგი" და მასში შემავალი კომპანიები ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებენ, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ მუშაობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA", რომელიც სადაზღვეო ბაზარზე წლის დასაწყისიდან ოპერირებს.

"სს "მეტროავრასია ინვესთმენთ ჰოლდინგი" და ჰოლდინგში შემავალი კომპანიები მიესალმებიან აღნიშნული ფონდის შექმნას, რომლის მიზანია, კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირება და რესურსების სწორად გადანაწილება და ვთვლით, რომ ეს არის გაერთიანებული ძალისხმევისთვის ეფექტიანი საშუალება და სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ მეტად დროულ ინიციატივაში მთავრობის მხრიდან"- აცხადებენ ჰოლდინგში „მეტრო ჰოლდინგის" შესახებ: სააქციო საზოგადოებისა და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა სხვადასხვა დროს მერყეობდა 1000-დან 2000-მდე ფარგლებში. გარდა ბიზნეს საქმიანობისა, გალიფ ოზთურქი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.მთავრობის მიერ დაფუძნებულ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობის სახით ჩარიცხა 3 მილიონი ლარი, გალიფ ოზთურქის ინიციატივით საცხოვრებელი ბინით დასაჩუქრდა რამოდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმში. გალიფ ოზთურქი კვლავაც აგრძელებს საქართველოში საქმიანობას,რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნეს, ასევე საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას ქართველი ხალხის დახმარების მიზნით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი