Get All Access for $5/mo

Stack - პირველი ქართული კომპანია 500 Startups Portfolio-ში ქართულმა სტარტაპმა 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Stack ის ქართული სტარტაპია, რომელმაც პირველი ქართული სმარტბრაუზერი შექმნა და ინტერნეტთან მუშაობა უფრო პროდუქტიული გახადა.

გუნდმა რამდენიმე დღის წინ 850 000 დოლარი მოიზიდა და გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა "ჩადო ფული". მათ ასევე ინვესტიცია მოიზიდეს Peak Capital-ისგან, რომელიც ჰოლანდიაში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული საინვესტიციო ფონდია.

Stack-ის ბრაუზერს უკვე იყენებს ათიათასობით ადამიანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. იგი ადაპტირებულია ქართულ ენაზეც და მომხმარებლებს ამ ვერსიით სარგებლობა უკვე თავისუფლად შეუძლიათ. მოქნილობა და სისწრაფე ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც Stack-ს სხვა ინტერნეტბრაუზერებისგან გამოარჩევს.

Stack-ის წარმატების დეტალებზე კომპანიის თანადამფუძნებელს გიორგი ლალიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 500Startups Georgia-ს პროგრამამ და მასში მიღებულმა ცოდნამ. "აღნიშნული ინვესტიცია გუნდს დაეხმარება სრული კონცენტრაცია მოახდინოს პროდუქტის მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში და მიაწვდინოს Stack მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით." - აღნიშნა Entrepreneur-თან საუბრისას გიორგი ლალიაშვილმა.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი