Cyber Monday Sale! 50% Off All Access

STACK TechCrunch-ის მიერ ერთ-ერთ ფავორიტ სტარტაპად დასახელდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

STACK-ი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი სტარტაპკომპანიაა, რომელმაც პირველი ქართული სმარტბრაუზერი შექმნა და საერთაშორისო ასპარეზზე უამრავ მომხმარებელს სრულიად ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა მისცა. STACK-ს ასიათასობით მომხმარებელი ჰყავს. ის ხელმისაწვდომია როგორც MacOS-ის, აგრეთვე Windows-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ბრაუზერი ადაპტირებულია ქართულ ენაზეც. ის ყველა ვებაპლიკაციის შესახებ ინფორმაციას ერთ სივრცეში იღებს, რაც სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მოქნილობა, სისწრაფე და მრავალფეროვან ვებაპლიკაციებთან მორგებადობა კი მისი მთავარი მახასიათებლებია. სტარტაპმა მრავალ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციასა და კონკურსზე უკვე შეძლო დიდი წარმატებების მოპოვება. მათ შორის 500 Startups-ის პირველი ნაკადის ფინალისტიც გახდა. STACK-ის ცნობადობა და აღიარება ქვეყნის ფარგლებს უკვე კარგა ხანია გასცდა. ამის კარგი დასტურია ცნობილი ამერიკული ტექნოლოგიური და სტარტაპ თემატიკის მედია პლატფორმა - TechCrunch-ის მიერ STACK-ის ერთ-ერთ ფავორიტ სტარტაპად დასახელება, რაც კომპანიას პოპულარობისა და წარმატების ახალ ასპარეზს უხსნის. თუ რას ნიშნავს ეს აღიარება და კიდევ რას გვიმზადებს ახლო მომავალში STACK-ი, ამას მისი თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი გვიხნის:

"დავასრულეთ აქსელერაცია 500 Startups-ის გლობალურ პროგრამაში. პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ჩათვლით 30 სტარტაპის პრეზენტაცია შედგა, გამორჩეულ სტარტაპად მოგვიხსენია თავის სტატიაში ტექ-ქრანჩმა. აღნიშნულ ღონისძიებას და ტექ-ქრანჩის სტატიას ჩვენთვის ორი განსაკუთრებული ღირებულება აქვს: 1) ასეთი ცნობილი მედიის მიერ სთექის რეგულარული დაფარვა გვიზრდის ცნობადობას და სანდოობას მომხმარებლებს შორის. 2) იქცევს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების ყურადღებას, რის შედეგადაც უკვე 30-მდე გაცნობითი ზარი დავნიშეთ ახალ ინვესტორებთან და ურთიერთობა განვაახლეთ 80-ზე მეტთან. გამოწვევა ბევრი გვაქვს - ვავითარებთ პროდუქტს, ვქმნით სისტემებს რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობენ, მოჰყავთ მომხმარებლები და ასწავლიან პროდუქტის გამოყენებას".

ახალბედა კომპანიის ამჟამინდელ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი ტექნიკური გუნდის გაფართოება რჩება, რათა კომპანიამ განვითარების ახალ საფეხურებზე კიდევ უფრო სწრაფად შეძლოს გადანაცვლება. ახალი პროდუქტების ოპერატიულად განსავითარებლად კი STACK-ში გამოცდილ პროგრამისტებსა და დეველოპერებს ეძებენ. 500 Startups-ი კი რომელმაც ხელი შეუწყო კომპანიის წინსვლას, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. პროგრამის მთავარი მიზანი კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".