Get All Access for $5/mo

სტარტაპ გრაინდი ქართულ სტარტაპებს სტარტაპ პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს 5,000-ზე მეტი მონაწილე, 100-ზე მეტი სპიკერი და სტარტაპები 50-ზე მეტი ქვეყნიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

10-12 დეკემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით, ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერს და სტარტაპებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

ღონისძიება წელს სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარფინალსაც უმასპინძლებს.

ვირტუალურ შეჯიბრებრებაში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები ევროპისა და აზიის 50-მდე ქვეყნიდან. ფინალამდე, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრეინინგების და მენტორინგის სესიებს, სილიკონ ველის ექსპერტებთან. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს, სადაც საპრიზო ფონდი 1,000,000 აშშ დოლარს შეადგენს..

შეჯიბრის გარდა, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში, სტარტაპ გამოფენაზე (Startup Showcase) მიიღონ მონაწილეობა, ევროპა-აზიის წამყვანს სტარტაპებთან ერთად, დაამყარონ ახალი კავშირები სხვა ქვეყნის სტარტაპებთან და გაიზიარონ მათი გამოცდილება, გააცნონ პროექტები ღონისძიებაში მონაწილე 5,000-მდე დელეგატს, მაშ შორის, წამყვან ინვესტორებს და ვენჩურულ ფონდებს, დაგეგმონ მათთან შეხვედრები და წარუდგინონ პროექტები.

სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და სილიკონ ველის აქსელერატორთან - USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებაზე ისაუბრებენ უმაღლესი რანგის სპიკერები, საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლები, ვენჩურული კაპიტალისტები და ინვესტორები.

სტარტაპებს Startup World Cup-ის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 7 დეკემბრამდე შეუძლიათ, ხოლო Startup Showcase-ზე მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენა 8 დეკემბრამდე ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.startupgrind.ge

დაწვრილებითი ინფორმაცია სტარტაპ პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა