Cyber Week Sale! 50% Off All Access

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

7 ივნისს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი #82, თბილისი), აქსელერატორი Founder Institute Georgia გიწვევთ ვორკშოპზე "სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის".

ღონისძიებაზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სტარტაპის ფანდრაიზინგის მიმართულებით, მოუსმენენ მეწარმეებს, რომელთაც წარმატებით მოიძიეს დაფინანსება თავიანთი სტარტაპებისთვის და შეხვდებიან ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ სტარტაპებს საქართველოში.

ვორკშოპი დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: რა ძირითადი მეტრიკები და წინაპირობები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად, როგორ გავხადოთ საკუთარი თავი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი, როგორ ვიპოვოთ და ვიმუშაოთ კაპიტალის სხვადასხვა წყაროსთან და ა.შ.

შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი სტარტაპისთვის დაფინანსების მოზიდვა სურს ან უბრალოდ უნდა, უკეთ გაერკვეს ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესებისა და პროდუქტების ფანდრაიზინგში.

Facebook Event

ღონისძიების სპიკერები არიან:

  • დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი
  • ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • გური ქოიავა, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) თანადამფუძნებელი
  • ირაკლი ვეკუა, აქსელის წევრი
  • დიმიტრი ქუმსიშვილი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

მიწოდების თეორია, "სთორების" თხრობა და ოსკარ უაილდის "ბედნიერი უფლისწული"

ამბის თხრობა, იგივე სთორითელინგი, მარკეტინგში გამოიყენება მომხმარებელთა "გულების დასაპყრობად"

მარკეტინგი

5 გზა, რომლითაც სოციალურმა მედიამ ტურიზმის მარკეტინგი შეცვალა

როგორ შეცვალეს ჰეშთეგებმა მთელი ინდუსტრია