სტარტაპი CityPay.io პირველია, რომელმაც 500 000 $ ინვესტიცია კრიპტოვალუტაში აიღო Პირველი კრიპტოინვესტიცია საქართველოში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Სულ ცოტა ხნის წინ Საქართველოში პირველი პრეცედენტი განხორციელდა - ქართულმა სტარტაპმა ინვესტიცია კრიპტოვალუტით მიიღო. Სტარტაპი თავადაც რეგიონში პირველ და უნიკალურ პლატფორმას ქმნის და კრიპტო გადახდების მიღებას შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.
საინვესტიციო რაუნდი CityPay.io-მ ორი თვის წინ გახსნა, რამდენიმე ქართველ და უცხოელ ინვესტორთან მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ შეთანხმება გააფორმა და ენჯელ ინვესტიცია 500 000 $-ის ექვივალენტი კრიპტოვალუტაში მიიღო. CityPay.io-ს სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრის, კონკრეტულად კი CIS ქვეყნების ათვისებას მოიცავს, რაც ინვესტიციის მიღების მთავარი მიზანი იყო. Როგორც დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ აცხადებენ, თანხის ნაწილი პროდუქტის განვითარებაში, ხოლო დიდი ნაწილი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით დაიხარჯება, რათა სწრაფად გაზარდონ პარტნიორთა რიცხვი და კრიპტო გადახდების ათვისების პროცესი გლობალურად დააჩქარონ.
ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ სწრაფად იზრდება, ისევე როგორც კრიპტოს მფლობელების რიცხვი, რამაც კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობაზე მაღალი მოთხოვნა წარმოქმნა. დაბალი საკომისიოები, დაცული და ანონიმური ტრანზაქციები, ტრანზაქციის სისწრაფე და მაღალი ლიმიტები ის ძირითადი ბენეფიტებია, რის გამოც კრიპტოს მფლობელები ტრანზაქციის განხორციელებას ციფრული ვალუტით ამჯობინებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ონლაინ (e-commerce) გადახდებისას კრიპტო გადახდის ტრანზაქციის საშუალო მოცულობა დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საბარათე გადახდისას.
CityPay.io-ს პლატფორმა მოსახერხებელია როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სავაჭრო ობიექტებზე გადახდების მისაღებად და უკვე 300-ზე მეტ ბიზნესს უწევს მხარდაჭერას. სქემა საკმაოდ მარტივია, ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდგომ კომპანია კაბინეტში ქმნის საფულეს, სადაც ავტომატურად ან ხელით გენერირდება გადახდის ორდერი სპეციალური QR კოდით, რომელსაც მომხმარებელი ნებისმიერი კრიპტო საფულის აპლიკაციიდან ასკანერებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას თანხის გატანა ეროვნულ ვალუტაში შეუძლია - ზუსტად პროდუქტის ღირებულების რაოდენობით.
CityPay.io გახდა უძველესი ევროპული აქსელერატორის - StartupYard-ის ერთ-ერთი რჩეული სტარტაპი და გაიარა მენტორშიფის 3 თვიანი პერიოდი, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა კომპანიის განვითარების პროცესი.