Sponsored Content

Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებების სერია ბათუმში გრძელდება. მომდევნო ღონისძიება 27 აპრილს გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოწვეული სპიკერი შოლა აბიდოიე საერთაშორისო კონსულტანტი და მეწარმეა, რომელიც რამდენიმე კვირით სტუმრობს ბათუმს, თუმცა აქ დასახლებას განიხილავს.

ინჟინრების ოჯახში დაბადებულმა შოლამ, აშშ-სა და შვედეთში კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტში დაინახა დიდი პოტენციალი და გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატების მამოძრავებელი ძალა.

დღეს ის საერთაშორისო მოგზაური, "ციფრული მომთაბარე" და Bankso Nomad Fest-ის თანამფლობელია, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილი ტექ ფრილანსერებისა და მეწარმეების თავშეყრის ადგილია ბულგარეთში.

ღონისძიებაზე შოლა ისაუბრებს AI-ს როლზე ბიზნესის წარმატებაში და იმაზე, თუ როგორ აუცილებლობას წარმოადგენს ის დღეს - ზუსტად ისე, როგორც ადრე ვებსაიტის ქონა იყო. "ხელოვნური ინტელექტი "ახალი" და უჩვეულოა, მაგრამ ძალიან მალე გახდება ყოველდღიურობის ნაწილი." ამბობს ის.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია ბათუმზე და საერთაშორისო ტექ-ნიჭისა და დამფუძნებლების მოსაზიდად გადასადგმელ ნაბიჯებზე. შოლა აბიდოიე თავად გახლავთ გამოცდილი "მომთაბარე" და იცის თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ბათუმის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ.

სტარტაპ გრაინდ თბილისი გიწვევთ ნეთვორქინგზე, რათა გააზიაროთ თქვენი ხედვა ბათუმის წარმატებულ მომავალზე და იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის შესაქმნელად.

ღონისძიება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი და როგორ შეიძლება მათი გამოყენება რთული და შრომატევადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის. "ეფექტურობის გაზრდის ხერხების სწავლა ნებისმიერი ბიზნესის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა." ამბობს სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი კოლინ დონოჰიუ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი ბიზნესი, ქ. ბათუმის მერია, თელიანი ველი, რიპლ სფეისი, ნექსია, ბათუმის ამერიკული კუთხე, Entrepreneur და dev.ge.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://www.startupgrind.com/e/m99qu3/