Get All Access for $5/mo

STARTUP WORLD CUP-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

30 ივლისს, Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერთან" ერთად, საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - "Startup World Cup"-ის რეგიონალურ ღონისძიებას - "Black Sea and Beyond Regional Competition".

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$-ს შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

ღონისძიება კომპანია "აჭარაბეთის" მხარდაჭერით იმართება.

"Startup World Cup" სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ, რომელიც მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდია.

მისი მიზნია ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცენდენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regiona

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"