Cyber Week Sale! 50% Off All Access

Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული უკრაინული სტარტაპი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - "Startup World Cup"-ის რეგიონალური ღონისძიება - "Black Sea and Beyond Regional Competition" გაიმართა, რომელსაც Startup Connect, GITA - თან და თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერთან" ერთად წარმოადგენს.

ფინალში 7 ქვეყნიდან 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული. შეჯიბრს საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანელობდა, მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა - Phubber-მა დაიკავა, II ადგილი - Izibac რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი - Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის 1,000.000 დოლარის მოსაგებად, მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას, მონაწილეებმა კი წამყვან ინვესტორებთან გასაუბრება ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით შეძლეს.

"Startup World Cup" სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

გაბრიელ მელივა − ტექ-ანტრეპრენერი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ქალები, რომლებიც "ელპლუსის" საწარმოში წარმატებას ქმნიან

გაიცანით დიანა ველთაური და ეთერ ჭუმბურიძე, რომლებიც ელპლუსის საწარმოს მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობენ