Sponsored Content

სუხიშვილების ევროპული ტური დაიწყო - ანსამბლის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური პარტნიორია.

10 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, სუხიშვილების ანსამბლი ევროპული ტურის ფარგლებში, ევროპის 8 ქვეყნის 45 ქალაქში 48 კონცერტს გამართავს. ღონისძიებები ჩატარდება ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. ტურის ფარგლებში, ანსამბლი ევროპელ მაყურებელს ახალ და ტრადიციულ დადგმებსა თუ მუსიკალურ კომპოზიციებს, დაუვიწყარ ქორეოგრაფიას და სანახაობას შესთავაზებს.

ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, სუხიშვილების ანსამბლი მუდმივად მუშაობს ახლის ძიებასა და განვითარებაზე. კლასიკური, ტრადიციული პროგრამისა და თანამედროვე მოდერნიზმის ჰარმონიული სინთეზი კი სუხიშვილების თითოეულ კონცერტს მაყურებლისთვის დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.

"საქართველოს ბანკის გუნდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა გარკვეულწილად ერთიანი წარსულის შეგრძნებასა და ნარატივს ეფუძნება. სუხიშვილების ანსამბლი კი ამ კულტურული წარსულის, ერის სულისკვეთების, ჩვენი თანამედროვეობისა და ქვეყნის მომავლის ერთიანობაა - ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული სინთეზი. მათი თვალისმომჭრელი შესრულება მნახველს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. სუხიშვილების წარმატებაზე კი მათ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოპოვებული აღიარება მეტყველებს. თუმცა, ჩვენ, სუხიშვილების ანსამბლის მსგავსად, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული ღირებულებების მსოფლიოსთვის გაცნობას", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინდუსტრიული ტრენდები

CARU - პლატფორმა, რომელიც შექმნილია შენი კომფორტისთვის

"მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ"

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში