Get All Access for $5/mo

სულ მალე აჭარაში საერთაშორისო 5*-იანი სასტუმროების ქსელი Crowne Plaza გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მზიური გარდენსი" გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია აჭარის რეგიონში, ბათუმიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, კურორტ მახინჯაურში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის საოცრად ჰარმონიულ, მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.

"მზიური გარდენსი" 12 000 კვ.მ-ზეა განთავსებული და სამი ბლოკისგან შედგება. აქედან ერთ-ერთში კი განთავსდება 5*-იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Crowne Plaza.

Crowne Plaza მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, Inter Continental Hotels Group-ის (IHG) ნაწილია. ევროპაში IHG-ის პორტფოლიოს ბრენდების 600 სასტუმროა წარმოდგენილი, რომელთა შორის გახლავთ InterContinental Hotels & Resorts, Holiday Inn და Holiday Inn Express. რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე მუშაობს IHG-ის გამორჩეული ბრენდი – Holiday Inn Tbilisi და "Crowne Plaza ბორჯომი".

"მზიური გარდენსის"კომპლექსში Crowne Plaza-ს კლასის სასტუმროს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ღირებულების მატარებელია. გარდა იმისა, რომ ჩვენს მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სასტუმროს 5*-იანი სერვისებით, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა თუ რელაქსაციისთვის, "მზიური გარდენსში" დაბანდებული ინვესტიცია მუდმივად მზარდი სოლიდური შემოსავლის წყაროა.

მხოლოდ 5 წელიწადში შესაძლებელია აპარტამენტების გაქირავებით ინვესტიციის დაბრუნება წლიური ROI-ით 14%.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტის მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა, რომელიც როგორც კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენი მიზანია, აჭარა, კონკრეტულად კი მახინჯაური ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებელ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 5*-იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Crowne Plaza-ს და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონ ლარს შეადგენს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი