Get All Access for $5/mo

''სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის'' მხარდამჭერი ნაბიჯი სტუდენტობის მსურველთათვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

Covid-19-ით გამოწვეული არცთუ მარტივი ეკონომიკური მდგომარეობა უკვე ჩვენ თვალწინაა. გლობალური პრობლემის მიმართ ფაქტობრივად ყველა ქვეყანა და ინდუსტრია მგრძნობიარე აღმოჩნდა. ეკონომისტთა პროგნოზით, არც უახლოესი მომავალი იქნება მარტივი. ნათელია, რომ პრობლემებთან გასამკლავებლად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ძალების გაერთიანება და კომპლექსური მიდგომაა საჭირო. უამრავ საქმიანობას ახალ ფორმატზე მოუწია გადაწყობა, მათ შორის განათლების სექტორსაც, რომელმაც ელექტრონული სწავლების მექანიზმი აქტიურად აამოქმედა.

ახალ რეჟიმთან ერთად, ორგანიზაციების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა იქცა. ამ მიმართულებით შესაძლებლობების ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამძიმებული მდგომარეობის გამო, შესაძლოა არაერთ მსურველს განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდოს. ეს კი მომავლის კეთილდღეობის შეზღუდვასაც ნიშნავს.

საგანმანათლებლო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა კარგად ესმით "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში", რომლის გუნდმაც სტუდენტობის მსურველთა მხარდასაჭერად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მათთვის ღირებული წინადადების შეთავაზება გადაწყვიტა. როგორც უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, თამთა მიქაბერიძემ განგვიცხადა, 2020-2021 სასწავლო წელს აბიტურიენტები, რომლებიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად "საბაუნის" აირჩევენ და მიღებული ქულებით უნივერსიტეტში მოხვდებიან, შემოდგომის სემესტრის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან. აგრეთვე, გარკვეული შეღავათები ვრცელდება მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებზეც, რომლებსაც "საბაუნიში" გადასვლის შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში სწავლის გადასახადი გაუნახევრდებათ.

"საბაუნიმ" არც მოქმედი სტუდენტები დაივიწყა და მათ სპეციალური, ინდივიდუალური შეღავათები კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან შესთავაზა. ამ ნაბიჯებით უნივერსიტეტი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით პანდემიური ფონის პარალელურად, შესაძლებელს ხდის. რიგი სოციალური პაკეტებით კი სტუდენტები მომდევნო სემესტრებშიც ისარგებლებენ. უნივერსიტეტში თანხმდებიან, რომ სირთულეებთან ბრძოლა განათლებით, უახლესი ცოდნითა და მომავლის პრაქტიკული უნარების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალებით იწყება.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც 2001 წელს დაარსდა და წლიდან წლამდე ვითარდება, დანერგილი სიახლეებით მუდმივად გამოირჩევა. ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი, რომელსაც თამთა მიქაბერიძე ხელმძღვანელობს, 4 ძირითად პროგრამას მოიცავს, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტების საუკეთესო მოდელების გამოცდილებაზეა აგებული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებითაა გაჯერებული. როგორც თამთა მიქაბერიძე აღნიშნავს, სტუდენტთა საჭიროებებზე ფოკუსირებული სწავლებით, პროგრამები ახალგაზრდებს თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ ცოდნას სთავაზობს. სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები კი, რომლებიც ამავდროულად აკადემიურ საქმიანობასაც ეწევიან, მათთვის უახლესი გამოცდილების გაზიარებას არ იშურებენ. აგრეთვე, პროგრამები გამოირჩევა საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობებით. სტუდენტები აქტიურად ერთვებიან როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში.

ამჟამად ფაკულტეტზე 4 პროგრამა ფუნქციონირებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა;
  • ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა;

სამომავლოდ, უნივერსიტეტს კიდევ არაერთი მიზანი და აქტივობა აქვს დაგეგმილი, რომელიც მაღალპროფესიონალი კადრების გამოშვებითა და მათი მხარდაჭერის მოტივითაა განპირობებული. აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი კი ამისათვის ძალისხმევის დაზოგვას არ აპირებს. სულ მალე უნივერსიტეტს საკუთარი ულტრათანამედროვე საერთო საცხოვრებელიც ექნება, რომელიც სტუდენტებს 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ახალ სივრცეში უმასპინძლებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში