Get All Access for $5/mo

Summit Talks გუდაურში წარმატებული სტარტის შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით გაგრძელდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

6 მარტს THE Crossroads-ისა და Women in Tech-ის პარტნიორობით, გუდაურში სტარტი აიღო Summit Talks-ის ღონისძიებების სერიამ, რომელიც დუბაისა და პარიზში გაგრძელდება. პროექტისა და თანამშრომლობის მიზანი ბიზნესების ზრდის დაჩქარება, სტარტაპების განვითარებისთვის მრავალფეროვანი და დინამიური გარემოს შექმნა და სტარტაპ ეკოსისტემის მდგრადი განვითარების დაჩქარება გახლდათ. THE Crossroads და Women in Tech აერთიანებენ თავის ცოდნას, კონტაქტებს და გამოცდილებას იმისათვის, რომ სტარტაპებსა და ზოგადად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი და საინტერესო Summit Talks ღონისძიებების სერია შესთავაზონ.

რა გამოწვევების წინაშე დგას Tech ინდუსტრია და როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატება სტარტაპ ეკოსისტემაში? - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც სამიტზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს:

"ყველაზე რთული მისია რაც გვაკისრია, არის ის, რომ უნდა შევცვალოთ საზოგადოების ცნობიერება და გავაგებინოთ, რა არის ტექნოლოგია. როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფს ტექნოლოგიებს, რეალურად მათ არ იციან, რაზე ამბობენ უარს. იღებენ იმას, რაც იციან და ეს ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღო. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ არის ის, რომ ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად დიდი შესაძლებლობები გააჩნია ტექნოლოგიებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს, ვინც ტექნოლოგიებში ვართ, მუდმივად გვედოს ხელი პულსზე იმისათვის, რომ გავიგოთ: რა პრობლემები და გამოწვევები აქვს მსგავსი ტიპის საზოგადოებას? ნაწილს ხელი უნდა შევუწყოთ, გადამზადდენ სხვადასხვა მიმართულებით, ნაწილი კი - სტარტაპების სფეროში ჩავრთოთ. აქედან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები და საუბრები აუცილებელია სფეროს განვითარებისთვის. მთავარია, სწორად დავანახოთ რეალური პრობლემები. ის ფაქტი უნდა მივიღოთ, რომ იმაზე ბევრად სხვანაირი რეალობა გვექნება რამდენიმე წელიწადში, ვიდრე ახლა გვაქვს", - აღნიშნავს პავლე მგელაძე, re:invent Venture Studio-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი მმართველი, სამიტის მოწვეული სპიკერი.

"Summit Talks-ის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც THE Crossroads-თან მქონდა კომუნიკაცია. მაშინ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ჩაგვეტარებინა ისეთი სესიები, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მისცემდა შესაძლებლობას, შეეძინა როგორც ახალი ცოდნა, ასევე - ბიზნესკონტაქტები. სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია Networking სესიები. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა - წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოწვევები და სიახლეები და ერთად განეხილათ, როგორ შეიძლება, დავაჩქაროთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება",-აცხადებს აიუმი მურ აოკი, Women in Tech-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, სამიტის მოწვეული სპიკერი.

Summit Talks-ის პირველი სესია წარმატებული აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც შეხვედრას სტარტაპებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ფართო აუდიტორია ესწრებოდა. ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს:

"ამ ტიპის ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისთვის. THE Crossroads-ში ღრმად გვწამს, რომ სტარტაპ და Tech ეკოსისტემის მუდმივი პროგრესისთვის მნიშვნელოვანია, ერთ მაგიდასთან გაერთიანდნენ დარგის წარმომადგენლები და ისაუბრონ გამოწვევებსა და ტრენდებზე. ერთობლივი ხედვა და საერთო გამოსავლის შემუშავება არის ის, რაზეც დგას წინსვლა. სწორედ ამ მიზეზით, THE Crossroads-მა, Women in Tech-თან თანამშრომლობით, დაიწყო Summit Talks-ების სერია, რომელმაც სტარტი საქართველოში, გუდაურში აიღო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. შემდეგი სესიები დუბაისა და პარიზში გაიმართება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Summit Talks-ების სერია კვლავ დაბრუნდება საქართველოში და კიდევ უამრავ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ საზოგადოებას,-აცხადებს ნინო ლორთქიფანიძე, THE Crossroads-ის ინოვაციების უფროსი ხელმძღვანელი და Women in Tech-ის ელჩი საქართველოში.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ