Get All Access for $5/mo

Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიური გათამაშება დაიწყო! Super App-ის მომხმარებელს აპლიკაციაში სტუმრობისას განსაკუთრებული საჩუქრები გელოდებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1-მარტიდან 31-მარტის ჩათვლით, Super App-ის მომხმარებელს აპლიკაციაში სტუმრობისას განსაკუთრებული საჩუქრები ელოდებათ.

Super App-ისა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, 1-მარტიდან იწყება ყოველდღიური გათამაშება, სადაც მომხმარებელს ძალიან საინტერესო საჩუქრები ელოდებათ, უფრო ზუსტად:

  • Apple iPhone 15 Pro Max
  • Sony PlayStation 5
  • Apple Watch Series 9
  • 5 000₾-იანი 2 კაციანი საგზური
  • 500₾-იანი TKT Fly-ის ვაუჩერი

გათამაშების წესები ძალიან მარტივია და მოგება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, რომელიც აპლიკაციაში შემთხვევითობის პრინციპით დამალულ სასაჩუქრე ყუთს აღმოაჩენს. ყოველდღიურად 3 პრიზი გათამაშდება და შესაბამისად, დღის განმავლობაში 3 გამარჯვებული გამოვლინდება.

საჩუქრის პოვნის შემთხვევაში, პრიზის მისაღებად, საჭიროა:

  • გახსნათ ყუთი ძალიან მარტივად - მასზე თითის დაჭერით;
  • ნებისმიერი ბანკის Visa ბარათის 1-თეთრიანი ტრანზაქციის გატარებით გააქტიუროთ საჩუქარი.

გაითვალისწინეთ, რომ 1 მომხმარებელს საჩუქრის მოგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

იმისათვის, რომ სასაჩუქრე ყუთის აღმოჩენის შესაძლებლობა გაზარდოთ, სასურველია დღის განმავლობაში ხშირად ესტუმროთ Super App-ის აპლიკაციას, ამიტომ:

  • გადმოწერე ან განაახლე აპლიკაცია: https://superapp.promo/open
  • დაამატე ნებისმიერი ბანკის Visa ბარათი გადახდის მეთოდებში.

სუპერ აპი მულტიფუნქიური აპლიკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის ციფრული სერვისი, რასაც ადამიანები ყოველდღიურობაში იყენებენ და ამით, მათი ცხოვრება საგრძნობლად გაამარტივოს.

სუპერ აპის აპლიკაციაში, ამ ეტაპზე, შემდეგი სერვისებია ხელმისაწვდომი:

  • ონლაინ შოპინგი, სადაც მომხმარებლისთვის ყოველკვირეულად უნიკალური, განახლებული შეთავაზებებია ინტეგრირებული;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც მთავარია, საკომისიოს გარეშე;
  • სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების ყიდვა, მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • სასურველი ტიპის ვუაჩერის შეძენა.

გარდა ამისა, აპლიკაცია განსაკუთრებით კომფორტულია ავტომფლობელებისთვის, ვინაიდან Super App-ის მეშვეობით, სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ჯარიმების ნახვა და გადახდა;
  • VIN კოდის გადამოწმება (50%-აინი ფადაკლებით);
  • ტექ ინსპექტირების თარიღის შემოწმება და შემახსენებელი შეტყობინების ჩართვა;
  • საწვავის ფასების მონიტორინგი და საკუთარი დანახარჯების ანალიტიკა.

მნიშვნელოვანია, რომ Super App-ი იმავე ღირებულებებს ეფუძნება, რასაც ზოგადად TNET-ის ეკოსისტემა ითვალისწინებს, რაც თავისთავად მოიცავს მუდმივი განვითარების პროცესს, რისთვისაც არსებული სერვისები ყოველთვიურად უმჯობესდება და ამასთანავე, აპს აქტიურად ემატება ახალი ფუნქციონალებიც.

TNET საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა, რომელიც 10 სხვადასხვა ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს, რისი მეშვეობითაც ადამიანებს უამრავი სხვადასხვა ტიპის მომსახურებისა და სერვისის მარტივად მიღებაში ეხმარება. TNET-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან:

  • Super App
  • Mymarket.ge
  • Myauto.ge
  • Myparts.ge
  • Myhome.ge
  • Myshop.ge
  • Livo.ge
  • Tkt.ge
  • Vendoo.ge
  • Swoop.ge

ჩამოთვლილ პლატფორმებს, თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და რასაც, ჯამში, მთელი ქართული ინტერნეტ ტრეფიკის 40% უჭირავს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"